From Wikipedia, the free encyclopedia
შეპერდის კუნძულები (ინგლ. Shepherd Islands) — კუნძულთა ჯგუფი ახალი ჰებრიდების არქიპელაგში ეპის და ეფატეს კუნძულებს შორის. შედის ვანუატუს რესპუბლიკის შეფას პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Shepherd Islands | |
---|---|
შეპერდის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 16.8° ს. გ. 168.5° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 8 |
მთავარი კუნძული | ტონგოა |
ფართობი | 88 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 644 მ |
ვანუატუ | |
პროვინცია | შეფა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3618 (2009) |
სიმჭიდროვე | 41,114 ად. /კმ² |
რეგიონში მდებარეობს ორი წყალქვეშა ვულკანი: კუვაე და მაკურა. კუნძულები მდებარეობს ამ ვულკანების კალდერის კონტურებში. ყველაზე მაღალი კუნძულია — ემაე (ზღვის დონიდან 644 მეტრზე). ტონგარიკის კუნძულის სიმაღლე ასევე აჭარბებს 500 მეტრს.
შეპერდის კუნძულების ჯგუფში შედიან შემდეგი კუნძულები: ბუნინგა, ლაიკა, მაკურა, მატასო, მონუმენტი, ტონგარიკი, ტონგოა, ემაე.
№ | კუნძულები | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა[1], ად. (2009 წელი) |
უმაღლესი წერტილი | კოორდინატები |
---|---|---|---|---|---|
1 | ტონგოა | 41,1 | 2300 | 487 | 16°54′03″ ს. გ. 168°33′18″ ა. გ. |
2 | ლაიკა | 0,9 | - | 16°57′27″ ს. გ. 168°34′39″ ა. გ. | |
3 | ტონგარიკი | 4,7 | 267 | 17°00′20″ ს. გ. 168°37′39″ ა. გ. | |
4 | ბუნინგა | 1,2 | 128 | 17°01′24″ ს. გ. 168°35′12″ ა. გ. | |
5 | ემაე | 36,5 | 743 | 644 | 17°03′56″ ს. გ. 168°22′37″ ა. გ. |
6 | მაკურა | 2,1 | 106 | 17°08′09″ ს. გ. 168°26′13″ ა. გ. | |
7 | მატასო | 1,5 | 74 | 17°15′16″ ს. გ. 168°25′38″ ა. გ. | |
სულ | 88 | 3618 | 16°59′17″ ს. გ. 168°27′35″ ა. გ. |
შეპერდის კუნძულების უმრავლესობა დასახლებულია მელანეზიელებით, როგორც ვანუატუს კუნძულების უმრავლესობა, მაგრამ ემაე ეკუთვნის პოლინეზიურ კულტურას. ემაეს კუნძულის გარდა, რომელზეც ლაპარაკობენ ფუტუნას ენაზე, შეპერდის კუნძულებზე, Ethnologue.com-ის თანახმად, არსებობს სამი ენა, რომელზეც საუბრობს სხვა კუნძულების მოსახლეობა: ჩრდილოეთ ეფატე, რომელიც გამოიყენება კუნძულებზე — ნგუნა და ტონგოა; ნამაკურა (კუნძულებზე: მატასო, მაკურა, ტონგოა და ტონგარიკი); და ლელეპა (კუნძული ლელეპა). ამ ენებზე ასევე საუბრობს კუნძულ ეფატეს მოსახლეობა. ისინი ახლო არიან ერთმანეთთან და ეფატეს სხვა ენებთან და ცენტრალურ ვანუატუსთან, რომლებიც შედიან ცენტრალური-ვანუატუს ენების ენობრივ ჯგუფში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.