შტეფან ბანიჩი
სლოვაკი გამომგონებელი / From Wikipedia, the free encyclopedia
შტეფან ბანიჩი (სლოვაკ. Štefan Banič; დ. 23 ნოემბერი, 1870 — გ. 2 იანვარი, 1941) — სლოვაკი კონსტრუქტორი და გამომგონებელი, რომელმაც დააპატენტა პარაშუტის ადრეული დიზაინი და შექმნა პირველი სამხედრო პარაშუტი[1].
შტეფან ბანიჩი | |
---|---|
მშობლიური სახელი | სლოვაკ. Štefan Banič |
დაბადების თარიღი |
23 ნოემბერი, 1870 სმოლენიცე, ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
2 იანვარი, 1941 სმოლენიცე, სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა |
ეროვნება | სლოვაკი |
დაიბადა 1870 წლის 23 ნოემბერს, გლეხის ოჯახში, სოფელ ნეშტიხში (სლომენიცეს ნაწილი), ავსტრია-უნგრეთის იმპერია (ამჟამინდელი სლოვაკეთის ტერიტორია). გარკვეული დროის განმავლობაში, იგი კალატოზად მუშაობდა, შემდეგ კი — ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც, ქვანახშირის მაღაროში, პენსილვანიაში დაიწყო მუშაობა. 1912 წელს, ბანიჩი, ავიაკატასტროფის მომსწრე გახდა, რის შემდეგაც, 1913 წელს, მან პარაშუტის პროტოტიპი შექმნა და მიენიჭა აშშ-ს პატენტი No. 1,108,484[2].
დიზაინი რადიკალურად განსხვავდებოდა სხვებისგან — იგი, სხეულზე მიმაგრებული ქოლგის მსგავსი პარაშუტი იყო. 1913 წლის 3 ივნისს, პარაშუტის გამოსაცდელად და საკუთარი გამოგონების დემონსტრირების მიზნით, ბანიჩი ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთი 15 სართულიანი შენობიდან გადმოხტა, ხოლო 1914 წელს — თვითმფრინავიდან[3][4]. 1914 წლის 25 აგვისტოს, მან პატენტი მიიღო და აშშ-ს არმიას გადასცა, თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული პარაშუტი, ოდესმე გამოყენებულ იქნა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, შტეფან ბანიჩი, ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნდა, სადაც, მარტო ცხოვრობდა და ქვის სამუშაოებს ატარებდა. მშობლიურ ქალაქ სლოვენიცესთან ახლოს, მცირე კარპატების მთისწინეთში, დრინის მღვიმე აღმოაჩინა[4].
გარდაიცვალა 1941 წლის 2 იანვარს. მის საფლავის ქვაზე, პარაშუტია გამოსახული.