From Wikipedia, the free encyclopedia
ოპერაცია შტორმი-333 (რუს. Шторм-333) – საბჭოთა სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩატარდა 1979 წლის 27 დეკემბერს ავღანეთში და იქცა ავღანეთის ომის დაწყების მიზეზად. სპეცრაზმმა შტურმით აიღო პრეზიდენტ ჰაფიზულა ამინის ქალაქ ქაბულში მდებარე სასახლე სახელად ტაჯბეგი, მოკლეს პრეზიდენტი და 200-მდე პირადი დაცვის სამხედრო პირი. პრეზიდენტთან ერთად დაიღუპა მისი ორი მცირეწლოვანი შვილი.
საბჭოთა კავშირის ომი ავღანეთში | |||
---|---|---|---|
თარიღი | 27 დეკემბერი, 1979 | ||
მდებარეობა | ტაჯბეგი, ქაბული | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ოპერაციის მსვლელობისას საბჭოთა სპეცრაზმმა წაართვა რამდენიმე სამთავრობო შენობა მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, შიდა უსაფრთხოების შენობა (KHAD) და გენერალური შტაბის შენობა. ჯგუფი ალფას ვეტერან მებრძოლებს ეს ოპერაცია მიაჩნიათ ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად, რაც კი ამ ჯგუფს ჩაუტარებია.
ოპერაციის მსვლელობისას საბჭოთა სამხედროებს არ ჰქონდათ საკმარისი ჯავშანჟილეტები, რაც სპეცდანიშულების რაზმის შემთხვევაში დაუშვებელი იყო. გარდა ამისა, სამხედროების უმეტესობას ჩაფხუტებიც კი არ ჰქონდათ.
ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა სულ 661 მებრძოლი, შემდეგი შენაერთების პირადი შემადგენლობიდან:
ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა სუკ–ის სპეცრაზმის 10 ოფიცერი, მუსულმანთა ბატალიონის 6 ჯარისკაცი და 9 მედესანტე, ასევე ოპერაციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ბოიარინოვი. ოპერაციის დასრულებისას თითქმის ყველა სხვა მებრძოლი დაჭრილი იყო.
შეტევა დაიწყო ადგილობრივი დროით 19:30 წუთზე და გრძელდებოდა 43 წუთის განმავლობაში. შეტევაზე გადავიდა ორი ЗСУ-23-4, რომლებმაც მიიტანეს იერიში სასახლეზე. ამის შემდეგ ზენიტის ოთხმა БТР-მა და БМП-1-მა პირდაპირ სასახლეს შეუტიეს. მათ შორის ერთმა БТР-მა მოახერხა შენობის დაცვის სრულად განადგურება. მუსულმანთა ბატალიონი შეიჭრა სასახლეში და გაანადგურა შენობაში განთავსებული ყველა პირი, მათ შორის პრეზიდენტი ამინი.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საკმაოდ წარმატებული გამოდგა, იგი დასავლეთის ქვეყნებში აღქმული იქნა, როგორც ავღანეთის ოკუპაციად საბჭოთა კავშირის მიერ. ოპერაციის შემდეგ კი დაიწყო 10 წლიანი ავღანეთის ომი, სადაც საბჭოთა არმია დაუპირისპირდა ავღანელ მოჯაჰიდებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.