From Wikipedia, the free encyclopedia
შხამიანი ქამა (ლათ. Agaricus xanthodermus) — შხამიანი სოკო ქამასოკოს გვარისა.
შხამიანი ქამა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Agaricus xanthodermus (Genev., 1876) | |||||||||||||||
|
იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, მინდვრებში, ბაღ-პარკებში. გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.
პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ლეონ გასტონ ჟენევიემ 1876 წელს როგორც Agaricus xanthodermus.[1][2]
სამეცნიერო სინონიმები:
და სხვა.
ქუდის დიამეტრი 5-15 სანტიმეტრს აღწევს, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამობურცული, გლუვი ზედაპირით, ჯერ თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ — ყავისფერი. ხელის დაჭერისას ყვითელ ფერს იღებს.
რბილობი — მოთეთრო-მონაცრისფრო-მურა, ფეხის ძირთან მოყვითალო, ძირისკენ გამსხვილებულ ფეხის ნაწილში მონარინჯისფრო. ახასიათებს ფენოლის უსიამოვნო სუნი (ე.წ. „აფთიაქის სუნი“).
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თხელი აქვს, თავდაპირველად თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ ყავისფერდება.
ფეხის სიგრძე — 5–15 სმ-მდე სისქე — 1-2 სმ-მდე, თეთრი ფერის ფუყე, ძირისკენ გამსხვილებულია. გააჩნია საყელო.
სპორები — ელიფსური, გლუვი, მურა-მეწამული, 5-5,8 მკმ.
ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, დასავლეთ აზიაში აღმოსავლეთ ანატოლიისა[3] და ირანის ჩათვლით,[4] ასევე ჩრდილოეთ[5] და სამხრეთ აფრიკაში.[6] ინტროდუცირებულია ავსტრალიაში. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, მინდვრებში, ბაღ-პარკებში.
შხამიანი სოკოა. მოწამვლის სიმპტომებია ძლიერი ღიბინება და დიარეა, მძიმე შემთხვევაში თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მოწამვლის სიმპტომები არ ვლინდება.[7][8] მომზადებისას ფენოლის სუნი კიდევ უფრო მძაფრდება.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.