ჩამონაშალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩამონაშალი — ქანის ნატეხების გროვა მთის კალთის ძირში, იქმნება ქანების გამოფიტვისა და ნატეხების კალთებზე ჩამოგორების შედეგად. მასალა დაუხარისხებელია, ჩვეულებრივ შედგება სხვადასხვა ზომის დაკუთხული ნატეხებისაგან — ქვიშის მარცვლებიდან რამდენიმე მეტრი სიდიდის ლოდებამდე. ჩამონაშალის ზედაპირის დახრა თითქმის ბუნებრივი ფერდოს კუთხის ტოლია (30–40°). ჩამონაშალის მოძრაობის უნარი დამოკიდებულია დახრის კუთხეზე.