From Wikipedia, the free encyclopedia
ჩარლზ გრეი (ინგლ. Charles Grey; დ. 13 მარტი, 1764 – გ. 17 ივლისი, 1845), 1806-1807 წლებში ცნობილი იყო როგორც ვიკონტი ჰოვიკი, — ბრიტანელი პოლიტიკოსი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1830 წლიდან 1834 წლამდე. გრეის ცნობილი საგვარეულოს შთამომავალი და პოლიტიკური პარტიის, ვიგის წევრი.
ჩარლზ გრეი | |
---|---|
ინგლ. Charles Grey, 2. Earl Grey | |
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1764[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | Fallodon |
გარდაცვალების თარიღი | 17 ივლისი, 1845[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Northumberland |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის სამეფო |
განათლება | ტრინიტის კოლეჯი, იტონის კოლეჯი[8] და რიჩმონდის სკოლა |
მამა | Charles Grey, 1st Earl Grey[9] |
დედა | Elizabeth Grey, Countess Grey[4] [9] |
მეუღლე/ები | Mary Grey, Countess Grey[9] |
შვილ(ებ)ი | Eliza Courtney[9] , Louisa Grey[9] , Henry Grey, 3rd Earl Grey[9] , Frederick Grey, Charles Grey[9] , stillborn daughter Grey[4] , Lady Caroline Grey[4] , Lady Georgiana Grey[4] , Lady Mary Grey[4] , William Grey[4] , George Grey[4] , Thomas Grey[4] , John Grey[4] , Francis Grey[4] , Henry Cavendish Grey[4] , William George Grey[4] და Elizabeth Bulteel[9] |
ჯილდოები | ლეკვერთხის ორდენი |
პრემიერ-მინისტრობის დროს მთავრობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა. 1832 წლის რეფორმის აქტით ცვლილებები შევიდა თემთა პალატაში. მისმა მთავრობამ ასევე მიიღო 1833 წლის კანონი მონობის გაუქმების შესახებ, რომლის შედეგადაც, ბრიტანეთის იმპერიის უმეტეს ნაწილში გაუქმდა მონობა.
1790-იან წლებში უილიამ პიტის ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო. 1807 წელს გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, რათა გაეპროტესტებინა მეფე ჯორჯ III-ის მიერ კათოლიკური ემანსიპაციის უარყოფა. როგორც პრემიერ მინისტრს, დადებითად აფასებენ, ვინაიდა შეძლო, რომ აეცილებინა მრავალი სამოქალაქო კონფლიქტი. გარდა ამისა, ასევე ხელი შეუწყო ვიქტორიანულ პროგრესს.[10]
ერლ გრეის ჩაი მის სახელს ატარებს.[11]
ჩარლზ გრეი იყო გენერალ ჩარლზ გრეის (1729–1807) და მისი მეუღლის, ელიზაბეტის (1743/4–1822) მეორე, მაგრამ უფროსი ვაჟი. ჰყავდა ოთხი ძმა და ორი და. განათლება მიიღო რიჩმონდის სკოლაში [12], შემდეგ ისწავლა ეტონის და ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯში. დაიხვეწა ლათინურ და ინგლისურ ენებში, რამაც საშუალება მისცა გამხდარიყო მისი თაობის ერთ-ერთი წარმატებული საპარლამენტო ორატორი.
გრეი 1786 წლის 14 სექტემბერს, 22 წლის ასაკში, ნორთამბერლენდის ოლქის პარლამენტის წევრად აირჩიეს. გაიცნო ჩარლზ ჯეიმზ ფოქსი, რიჩარდ ბრინსლი შერიდანი და ჯორჯ IV და მალევე გახდა ვიგის პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი.
სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელობდა საპარლამენტო რეფორმებს, ასევე იყო კათოლიკური ემანსიპაციის მომხრე. ურთიერთობა ჰქონდა ჯორჯიანა კავენდიშთან, რომელიც ასევე აქტიური პოლიტიკური კამპანიის მონაწილე იყო.
ჩარლზ ჯეიმზ ფოქსის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა და ასევე გახდა პოლიტიკური პარტიის, ვიგის ლიდერი.
1830 წელს, ჯორჯ IV-ის გარდაცვალების შემდგომ ვიგის პარტიამ დაიბრუნა ძალაუფლება, ხოლო ჩარლზ გრეი გახდა პრემიერ-მინისტრი. 1833 წლის აქტით, მისი ხელმძღვანელობით ბრიტანეთის იმპერიის უმეტეს ნაწილში გაუქმდა მონათმფლობელობა.
ქორწინებამდე გრეის რომანი ჰქონდა დაქორწინებულ ჯორჯიანა კავენდიშთან, დევონშირის ჰერცოგინიასთან. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ დევონშირის სახლში და მალევე დაიწყეს ურთიერთობა. 1791 წელს, მას შემდეგ რაც ჯორჯიანა დაორსულდა, იგი გაგზავნეს საფრანგეთში, სადაც შეეძინა უკანონო ქალიშვილი, სახელად ელიზა კორტნი. ელიზა გაზარდეს გრეის მშობლებმა.[13][14]
1794 წლის 18 ნოემბერს გრეი დაქორწინდა მერი ელიზაბეტ პონსონბიზე (1776–1861). მათ შეეძინათ 10 ვაჟი და 6 ქალიშვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.