From Wikipedia, the free encyclopedia
ჩელო როკი და ჩელო მეტალი — როკისა და მძიმე მეტალის ქვეჟანრები, რომელთაც ახასიათებთ ჩელოების გამოყენება (ისევე, როგორც სხვა ხემიანი საკრავების, როგორებიცაა ვიოლინო და ალტი) ძირითად ინსტრუმენტად, ისეთი უფრო მეტად ტრადიციული როკ ინსტრუმენტების თანხლებით, როგორებიცაა ელექტრო გიტარა, ბას გიტარა და დასარტყმელი საკრავები.
ჩელოები, ხშირად ჯგუფურად სამი ან მეტი, ქმნიან ნაცნობი როკ-მუსიკის ანალოგიურ ჟღერადობას, რიტმს და ტექსტურას, რომელიც გაჯერებულია ჩელოების (და სხვა ხემიანი საკრავების, რომელსაც იყენებენ) უნიკალური ტემბრით და ხემიანი საკრავების უფრო ტრადიციული ჟანრებით. ჩელოები და სხვა ხემიანი საკრავები ხშირად გაძლიერებული და მოდიფიცირებულია ელექტრონულად, ხოლო იკვრება ისინი ძირითადად ელექტრო გიტარის ჟღერადობის იმიტაციის მანერით. ეს ყველაფერი ხშირად ერწყმის სხვა, უფრო ტიპურ როკ-მუსიკის ელემენტებს, როგორებიცაა როკის სტილის ვოკალი და დასარტყმელი საკრავები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.