ჩილეს მიწისძვრა (2010)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩილეს მიწისძვრა – ძლიერი მიწისძვრა ჩილეს სანაპიროსთან, 2010 წლის 27 თებერვალს. გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი, ნგრევა და ცუნამის ფორმირება. იგი გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ეპიცენტრი მდებარეობდა ბიო-ბიოს რეგიონის დედაქალაქ კონსეფსიონიდან, ქვეყნის სიდიდით მეორე აგლომერაციიდან, 90 კმ-ზე.
სწრაფი ფაქტები თარიღი, დრო ...
კონსეფსიონი | |
მიწისძვრის ეპიცენტრი | |
თარიღი | 27 თებერვალი, 2010 |
---|---|
დრო | 03:34:14 |
მაგნიტუდა | 8.8 |
სიღრმე | 35 კმ |
ეპიცენტრის მდებარეობა | 36°12′28″ ს. გ. 72°57′46″ დ. გ. |
დაზარალებული ტერიტორია | ჩილე |
ზარალი | 15-30 მლრდ |
ცუნამი | კი |
მეწყერი | არა |
განმეორებითი ბიძგები | 28 თებერვალი, 1 მარტი 8.0 |
მსხვერპლი | 802 ადამიანი[1] |
დახურვა
მსხვერპლის რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია:
- ბიო-ბიოს რეგიონი – 540 ადამიანი.
- მაულეს რეგიონი – 64 ადამიანი.
- ო'ჰიგინსის რეგიონი – 46 ადამიანი.
- სანტიაგოს რეგიონი – 36 ადამიანი.[2]
წარმოქმნილმა ცუნამიმ იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანი მაულეს რეგიონის კუნძულებზე. განმეორებითი ბიძგები 8.0 მაგნიტუდის სიძლიერისა აღინიშნა 28 თებერვალს და 1 მარტს. 11 მარტს კვლავ განმეორდა მიწისძვრა 7.2 მაგნიტუდის სიძლიერის. კვლავ შეიქმნა საფრთხე ცუნამის წარმოქმნისა.[3][4]