ჩილეური ღვინო
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩილეური ღვინო — დიდი ისტორიის მქონე ღვინის ინდუსტრია ჩილეში, სადაც XVI საუკუნე ესპანელმა დამპყრობლებმა ჩაიტანეს ევროპული ვაზი. XIX საუკუნის შუა პერიოდში დაინერგა ფრანგული ღვინის ჯიშები: კაბერნე სოვინიონი, მერლო, კარმენერი და ფრანკი . 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მეღვინეობის აღორძინება უჟანგავი ფოლადის დუღილის ავზების დანერგვით და მუხის კასრების გამოყენებით დაძველებისთვის. ღვინის ექსპორტი ძალიან სწრაფად გაიზარდა, რადგან ხარისხიანი ღვინის წარმოება გაიზარდა. ღვინის ქარხნების რაოდენობამ ზრდა 1995 წელს დაიწყო და 12-დან 70-ს მიაღწია 2005 წელს. [1]
XX საუკუნის ბოლოს ჩილეში ემიგრაციაში ჩადიოდა ფრანგების დიდი ნაწილი, რაც მეტ მეღვინეობის ცოდნას უქმნიდა ქვეყანას. ჩილე ახლა ღვინოების მეხუთე ექსპორტიორია მსოფლიოში, ხოლო მეშვიდე მწარმოებელია. [2] კლიმატი აღწერილია, როგორც კალიფორნიასა და საფრანგეთს შორის საშუალო. ყველაზე გავრცელებული ყურძენია კაბერნე სოვინიონი, მერლო და კარმენერი. ჯერჯერობით ჩილე ფილოქსერასგან თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაზს არ სჭირდება ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზთან დამყნობა . [3]