From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთის რესპუბლიკის ისტორია (1912 - 1949 წლები; ჩინ.: 中華民國) იწყება 1912 წლიდან, ცინის დინასტიიის შემდგომ პერიოდში. ჩინეთში რესპუბლიკის ჩამოყალიბებამ ბოლო მოუღო მმართველობის ორ საუკუნოვან იმპერიულ წესს.
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
იხილეთ აგრეთვე
ჩინეთის ისტორიოგრაფია | |||||||
1911 წელს, სინხაის რევოლუციით მანჯურიელთა ცინის იმპერია დაემხო და ჩინეთის რესპუბლიკა დაარსდა. 1912 წლის 12 თებერვალს მანჯურიელი იმპერატორი პუი გადადგა ტახტიდან, ხოლო ნანკინის კრებამ სუნ იატსენი დროებით პრეზიდენტად აირჩია. სამიოდე თვეში იატსენი იძულებული იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან არმიის მთავარსარდლის იუან შიკაის სასარგებლოდ. ჩინეთის რესპუბლიკა - ჩინელთა ნაციონალური სახალხო სახელმწიფო ცინის იმპერიის ნაწილად მიიჩნეოდა. რესპუბლიკამ იმპერიის ყველა მიწაზე, მათ შორის მონღოლეთზე, ტიბეტსა და აღმოსავლეთ თურქისტანზე, პრეტენზია გამოთქვა და სამხედრო ექსპანსია მოაწყო.
1916 წელს იუან შიკაის სიკვდილისთანავე ქვეყანაში ქაოსი დაიწყო. ყოველი სამხედრო საველე მეთაური, რომელიც მეთაურობდა რომელიმე სამხედრო ნაწილს, გახდა თავისი ტერიტორიის სრული მმართველი. ჩინეთის ტერიტორიები მთავარსარდლებმა გადაინაწილეს. ჩინეთის ისტორიაში ეს პერიოდი შევიდა „მთავარსარდალთა ეპოქის“ სახელით. 1921 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტია (ჩკპ) შეიქმნა, თუმცა ამ ფაქტს იმ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია. სსრკ-ის მხარდაჭერით გომინდანის ძალებმა მოახერხეს ჩრდილოეთის ლაშქრობის დაწყება და კვლავ გააერთიანეს ჩინეთი. 1928 წლიდან ქვეყნის დედაქალაქი ნანკინი გახდა.
ქვეყნის გაერთიანების შემდეგ ნანკინში ეროვნული მთავრობის თავმჯდომარე ჩან კაიში გახდა. 1931 იაპონია შეიჭრა მანჯურიაში და ამ ტერიტორიაზე მანჯოუ-გოს სახელმწიფო შექმნა.
ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის შემდეგ 1931 წელს, ჩან კაიშმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, თუმცა „სიანსკის ინციდენტის“ შემდეგ იძულებული გახდა კომუნისტურ პარტიასთან „ერთიან ფრონტის“ შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაეფორმებინა.
1937 წელს იაპონიამ ჩინეთის დასაპყრობად წამოიწყო ომი, რომელიც ხშირად განიხილება, როგორც მეორე მსოფლიო ომი ნაწილი. საომარ პერიოდში (1937—1945) ჩკპ-სა და გომინდანს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ქვეყანაში კვლავ დაიწყო სამოქალაქო ომი. სსრკ ძალების მხარდაჭერით ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დაიკავა კონტინენტური ჩინეთი და ჩან კაიშიც იძულებული გახდა ტაივანში გაქცეულიყო.
1949 წლიდან ჩან კაიში და მისი მემკვიდრეები მართავენ მხოლოდ ტაივანს და მიმდებარე კუნძულებს. დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაცია ჩინეთის რესპუბლიკას არაკანონიერად თვლიდა, ჩინეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი გომინდანის თვალსაზრისით ვრცელდება მთელ ჩინეთზე. 1971 წლიდან ჩინეთის რესპუბლიკა გაეროს უშიშროების საბჭოში შევიდა. ჩანის მმართველობა გარკვეულწილად დიდწილად ავტორიტარული და დიქტატორული იყო, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1970 წლიდან ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმების გატარება დაიწყო. დღეს ჩინეთის რესპუბლიკა ინარჩუნებს აღებულ კურს დე-იურე დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ და ცდილობს გაეროში შესვლას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.