ჩინეთის ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტურიზმი ჩინეთში მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. ჩინეთის ეკონომიკური რეფორმის შემდეგ უკანასკნელი წლების განმავლობაში ტურიზმის დონე ძალიან გაიზარდა. მოგზაურობის ბუმი ახალი მდიდარი საშუალო კლასის გაჩენამ და ხელისუფლების მიერ გადააგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესუსტებამ გამოიწვია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა.
2015 წლის მონაცემებით ჩინეთი მსოფლიო მასშტაბით მეოთხე ადგილზეა (საფრანგეთის, აშშ-ისა და ესპნანეთის შემდეგ) მიღებულ ტურისტთა რაოდენობით. წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ 56.9 მილიონი ტურისტი შეადგინა.[1] 2016 წელს ჩინეთი 59.27 მილიონმა ტურისტმა მოინახულა. უცხოელ ტურისტთა უმრავლესობა ჰონგ-კონგიდან, მაკაოდან და ტაივანიდან იყო. იმ ტურისტებიდან რომლებმაც ჩინეთში სულ ცოტა ერთი ღამე გაათენეს 27.72 მილიონი ჰონგ-კონგიდან იყო, 4.81 მილიონი - მაკაოდან, ხოლო 5.09 მილიონი - ტაივანიდან. ჰონგ-კონგიდან, მაკაოდან და ტაივანიდან ჩამოსულ ტურისტთა გამოკლებით, უცხო ქვეყნებიდან ჩინეთში ჩასულ ტურისტთა საერთო რაოდენობამ 21.65 მილიონი შეადგინა.[2]
2013 წელს, პირდაპირი, არაპირდაპირი და გამოწვეული სახით, ტურიზმის წილმა ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 9.3% შეადგინა.[3] 2014 წელს მთლიან შიდა პროდუქტში მოგზაურობისა და ტურიზმის შენატანით (943.1 მილიარდი აშშ დოლარი) ჩინეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობით - პირველზე (66 086 000 სამუშაო ადგილი).
2017 წლის მოხსნების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.7 ქულა) ჩინეთი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. 2016 წლისთვის ქვეყანას 56 885 700 ტურისტი ეწვია, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 114 109 400 აშშ დოლარი იყო, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 2 005, 9 აშშ დოლარს უდრის.[4] მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 22 489 600 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 2.9%-ს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით ჩინეთმა ჩათვლაში 2 ადგილით ზევით აინაცვლა. საუკეთესო მაჩვენებლები ბუნებრივი რესურსებისა (მეხუთე ადგილი, 5.3 ქულა) და კულტურული რესურსებისა და ბიზნეს-მოგზაურობის (პირველი ადგილი, 6.9 ქულა) სვეტში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის სვეტში (132-ე ადგილი 3.2 ქულა).[4]