ჩოკოს დეპარტამენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩოკო (ესპ. Departamento de Chocó) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ერთადერთი დეპარტამენტია, რომელსაც გასასვლელი აქვს როგორც წყნარ, ისე ატლანტის ოკეანეზე. ესაზღვრება პანამას. დედაქალაქია კიბდო. გამოირჩევა საკმაოდ დიდი აფრო-კოლუმბიური მოსახლეობით.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩოკოს დეპარტამენტი Departamento de Chocó | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | Quibdó | ||||
კოორდინატები | 6°19′00″ ჩ. გ. 77°00′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 3 ნოემბერი, 1947 | ||||
ფართობი | 46 530 კმ² | ||||
მოსახლეობა | 490 327[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 11 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.choco.gov.co | ||||
![]() | |||||
მრავალფერია ჩოკოს გეოგრაფია. გააჩნია უნიკალური ეკოსისტემები და შეუსწავლელი ბუნებრივი რესურსები. ამავე დროს, მისი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ კოლუმბიაში. როგორც 2007 წელს კოლუმბიურმა მედიამ გაახმოვანა, დეპარტამენტში სამი თვის განმავლობაში 50 ბავშვი მოკვდა შიმშილით. საკმაოდ მწვავეა ინფრასტრუქტურული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მსოფლიოში ყველაზე წვიმიანი დაბლობის სტატუსს ატარებს,[2] დედაქალაქ კიბდოში არ არსებობს წყალმომარაგება.[3]
დეპარტამენტი შეიქმნა 1947 წელს. შედგება 31 მუნიციპალიტეტისგან.