From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა (ინგლ. North American Aerospace Defense Command, NORAD) — კანადისა და აშშ-ის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური სივრცის კონტროლს, ადრეულ შეტყობინებასა და ჰაერსაწინააშმდეგო თავდაცვას.[1] 1981 მარტამდე ორგანიზაციას ერქვა ჩრდილოეთ ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლობა (ინგლ. North American Air Defense Command). NORAD-ის შტაბ-ბინა და აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობის ცენტრი განთავსებულია საჰაერო ძალების ბაზა „პეტერსონზე“, კოლორადოს შტატში, კოლორადო-სპრინგზთან ახლოს, ელ-პასოს ოლქში. ახლომდებარე შაიანის სამთო კომპლექსში განთავსებულია საკომანდო ცენტრი. NORAD-ის სარდალი და სარდლის მოადგილე არიან აშშ-ის თხვარსკვლავიანი გენერალი, ან მისი ექვივალენტი და კანადის სამვარსკვლავიანი გენერალიჟ, ან მისი ექვივალენტი, შესაბამისად.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა | |
---|---|
სარდლობის ემბლემა | |
დაარსდა | 12 მაისი, 1958 |
ქვეყანა | აშშ, კანადა |
ტიპი | ორსახელმწიფოებრივი სარდლობა |
როლი | ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსურ სივრცეზე თავდასხმის შესახებ ადრეული შეტყობინება, დედამიწისახლო საჰაერო-კოსმოსური სივრცის კონტროლი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა |
გარნიზონი | საჰაერო ძალების ბაზა „პეტერსონი“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.