![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/63/Flag_of_the_Chuvash_ASSR.svg/langka-640px-Flag_of_the_Chuvash_ASSR.svg.png&w=640&q=50)
ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ჩუვ. Чăваш Автономлă Совет Социаллă Республики; რუს. Чувашская Автономная Советская Социалистическая Республик), ჩუვაშეთი — შედიოდა რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში. 1920 წლის 24 ივნისს შეიქმნა ჩუვაშეთის აო, ხოლო 1925 წლის 21 აპრილს გარდაიქმნა ასსრ-დ. მდებარეობდა აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე, ვოლგის მარჯვენაპირეთში, მის შენაკადებს — სურასა და სვიაგას შორის. ფართობი 18,3 ათ. კმ². მოსახლეობა 1316 ათ. კაცი (1985). დედაქალაქი — ჩებოქსარი. რესპუბლიკაში 24 რაიონი, 9 ქალაქი და 7 დაბა იყო.
ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩუვ. Чăваш Автономлă Совет Социаллă Республики რუს. Чувашская Автономная Советская Социалистическая Республик რუსეთის სფსრ-ის ავტონომიური რესპუბლიკა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ჩებოქსარი | ||||||||
ენა | ჩუვაშური, რუსული | ||||||||
მმართველობის ფორმა | საბჭოთა რესპუბლიკა | ||||||||
ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საერთო-სახალხო სახელმწიფო იყო. უკანასკნელი კონსტიტუცია მიღებული იქნა ჩუვაშეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VIII სესიაზე 1978 წლის 31 მაისს. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც ირჩევდა ჩუვაშეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა ხუთი წლის ვადით. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოს მინისტრთა საბჭო (მთავრობა) წარმოადგენდა, რომელსაც ჩუვაშეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო ქმნიდა. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: სარაიონო, საქალაქო, ქალაქის რაიონების, სადაბო, სასოფლო სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომელთაც მოსახლეობა ირჩევდა ორ-ნახევარი წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში ჩუვაშეთის ასსრ წარმოდგენილი იყო თერთმეტი დეპუტატით.