ჩუქჩები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩუქჩები (რუს. чукчи) — ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობა, ჩრდილო-აღმოსავლეთის პალეოაზიატების ჯგუფის, რომელსაც აგერთვე მიეკუთვნეიბან კორიაკები და იტელმენები, ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხები. 2002 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა შეადგენს 15,767. ძირითადად მოსახლეობენ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის და ბერინგის ზღვის ნაპირებზე: ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის ტერიტორიაზე (12.6 ათასი), კამჩატკის მხარის ჩრდილოეთ ნაწილში (1.4 ათასი) და იაკუტიაში (0.6.ათასი).[1]
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჩუქჩები}} |
ძირითადად ლაპარაკობენ ჩუკოტკურ ენაზე, რომელიც ენათა ჩუკოტურ-კამჩატკურ ოჯახს მიეკუთვნება დამწერლობა აქვთ 1936 წლიდან, იგი შექმნილია კირილიური გრაფიკის საფუძველზე.[1] რელიგია – შამანიზმი. XIX საუკუნემდე ფაქტობრივად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა მეფის ადმინისტრაციისგან. ჩუქჩები ორ ჯგუფად იყოფიან: ზღვისპირა ჩუქჩებად და მეირმე ჩუქჩებად. ზღვისპირა ჩუქჩები თავიანთ თავს უწოდებენ ანკალინს (მრ. რ. ანკალიტ) – „ზღვის მკვიდრი“, ხოლო ტუნდრის მეირმე ჩუქჩები — ჩავჩუ (მრ. რ. ჩავჩუვატ). ამის გარდა, როგორც ზღვისპირა, ისევე მეირმე ჩუქჩები თავს უწოდებენ ლიგორავეტლიან (მრ. რ. ლიგორავეტლიატ), რუსულში ტრანსფორმირებული როგორც „ლუორავეტლანი“, რაც „ნამდვილ ადამიანს“ ნიშნავს.[1] ჩუქჩი–მომთაბარე მეირმეები და ჩუქჩი–ბინადარი ზღვის ცხოველებზე მონადირეები ერთმანეთში აწარმოებდნენ ნატურალურ გაცვლას.
ჩუქჩებს ემეზობლებიან: ბერინგის ზღვის სანაპიროზე — ესკიმოსები, სამხრეთით — კორიაკები, მდ. კოლიმის დასავლეთით — იაკუტები და იუკაგირების რამდენიმე ოჯახი. მათ მეზობლად აგრეთვე ცხოვრობენ ჩუვანცები, რომლებიც წარსულში იუკაგირების შტოს მიეკუთვნებიდნენ[1].