აფხაზეთის ქედი
ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზეთის ქედი, ჩხალთის ქედი — მთიანი ქედი საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს დიდი აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. მდინარე ჩხალთის აუზს გამოყოს მდინარეების ამტყელის, ჯამპალის, ქუაბჩარისა და ზიმის აუზებისაგან. წარმოადგენს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ განშტოებას და გადაჭიმულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის პარალელურად. სიგრძე 70 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 3156 მ-მდე. თხემი დანაწევრებულია, საიდანაც ეშვება მყინვარები. აგებულია ძირითადად იურული პორფირიტებისა და ფიქალისაგან. ქედზე გავრცელებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები. მწვერვალები: შხაფიძგა (3026 მ), შოუდიდი (2756 მ) და სხვა.
სწრაფი ფაქტები აფხაზეთის ქედი ...
აფხაზეთის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′00″ ჩ. გ. 41°30′44″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3156 მ |
სიგრძე | 70 კმ |
ამგებელი ქანები | პორფირიტი და ფიქალი |
დახურვა
კალთები ზღვის დონიდან 1800-1900 მ-მდე დაფარულია წიფლნარითა და მუქწიწვიანი ტყით. უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოებია.