![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/56/Tsingy_-_099.jpg/640px-Tsingy_-_099.jpg&w=640&q=50)
ცინჟი-დიუ-ბემარაჰის ნაკრძალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცინჟი-დიუ-ბემარაჰის ნაკრძალი (ინგლ. Tsingy de Bemaraha) — ნაკრძალი მადაგასკარში. ფართობი 152 ათასი ჰა. შეიქმნა 1927 წელს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე უნიკალური კარსტული ლანდშაფტის, ინდრისა და ლემურების სხვადასხვა სახეობების დასაცავად. 1990 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
სწრაფი ფაქტები ცინჟი-დიუ-ბემარაჰის ნაკრძალი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ცინჟი-დიუ-ბემარაჰის ნაკრძალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, x |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 18°40′00″ ს. გ. 44°45′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 494 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
სამხრეთით დაცულ ტერიტორიას შემდგომში შეენაცვლა „ცინჟი-დიუ-ბემარაჰის ნაკრძალი“, რომელიც მოიცავს 666 კვადრატულ კილომეტრს. ჩრდილოეთით დაცულ ტერიტორიაზე რჩება ნატურალური ინტეგრალი, რომელიც მოიცავს 853 კვადრატულ კილომეტრს. იგი ხასიათდება წაწვეტებული კირქვის ფორმირებებით, კლდეების ზემოთ მდინარე მანამბოლოს გადაღმა. კირქვის ბასრმა ფორმირებამ ადვილად შეიძლება დააზიანოს ადამიანი და აღჭურვილობა, რაც ტერიტორიაზე გავლას ძალზედ სახიფათოს ქმნის.