ციპი ლივნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ციპორა მალკა „ციპი“ ლივნი (ებრ. ציפורה מלכה "ציפי" לבני, დ. 5 ივლისი, 1958, თელ-ავივი, ისრაელი) — ებრაელი პოლიტიკოსი და ადვოკატი. ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.[1][2] 2008 წლის 17 სექტემბერს იგი აირჩიეს კადიმას ლიდერად, რაც მას აძლევდა საშუალებას შეექმნა მთავრობა, რომელიც კნესეტს უნდა დაემტკიცებინა.[3][4] სხვადასხვა პარტიებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემდეგ, მან 2009 წლის თებერვალში დანიშნა ახალი არჩევნები. არჩევნებამდელ პერიოდში ისრაელის მთავრობას ხელმძღვანელობდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და კადიმას ყოფილი ლიდერი ეჰუდ ოლმერტი.
სწრაფი ფაქტები ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ციპი ლივნი | |
ციპი ლივნი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 2008 წ. | |
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 იანვარი, 2006 – 31 მარტი, 2009 | |
წინამორბედი | სილვან შალომი |
მემკვიდრე | ავიგდორ ლიბერმანი |
დაბადებული | 5 ივლისი, 1958 თელ-ავივი, ისრაელი |
მოქალაქეობა | ისრაელი |
ეროვნება | ებრაელი |
პოლიტიკური პარტია | კადიმა |
დახურვა