ცისფერი ტბა
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ცისფერი ტბა — კარსტული ტბა საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში.[1] გაწოლილია მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 109,5 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,0012 კმ², საშუალო სიღრმე 15 მ, მაქსიმალური სიღრმე 23 მ, წყლის მოცულობა 18 000 მ³. ტბის ფსკერზე ამოდის მძლავრი ვოკლუზი.[2] ტბიდან გადის ნაკადი. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე. წყლის ტემპერატურა არ აჭარბებს 14 °C-ს. წყლის ფერი ღია ლურჯი ფერისაა. არ იყინება. თევზი არ არის.[3]
ეს სტატია საქართველოში მდებარე ტბას ეხება. ხორვატიაში მდებარე ტბის შესახებ იხილეთ ცისფერი ტბა. |
სწრაფი ფაქტები ცისფერი ტბა ...
ცისფერი ტბა | |
---|---|
ცისფერი ტბა | |
კოორდინატები: 43°21′03″ ჩ. გ. 40°24′43″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 109,5 მ |
ფართობი | 0,0012 კმ² |
მოცულობა | 0,000018 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 15 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 23 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
დახურვა