From Wikipedia, the free encyclopedia
ცხენისმუხლა, ეფედრა, ჯორისძუა (ლათ. Ephedra) — შიშველთესლოვან მერქნიან მცენარეთა ერთადერთი გვარი ეფედრასებრთა ოჯახისა. ტოტებმცვივანი ორ- ან ერთსახლიანი ჯუჯა ბუჩქებია, ზოგჯერ ლიანასებრ მცოცავი, იშვიათად პატარა ხეები. სიმაღლე 2 სმ-დან 5 მეტრამდე აღწევს.
ცხენისმუხლა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ephedra | ||||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||||
|
40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. კავკასიაში იზრდება 4 სახეობა, მათგან 2 საქართველოშიც გვხვდება. ცხენისმუხლა იზრდება უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს, ველისა და მთის ქსეროფიტების სარტყელებში, ქვიშიან, თიხიან, ხირხატიან კლდოვან ადგილებზე, მოშიშვლებულ მთის ქანებზე, რიყეზე. გვალვაგამძლეა, იტანს ნიადაგის დამლაშებას. შეიცავს ალკალოიდ ეფედრინს. თავდაპირველად შხამიანია, მოყინვის შემდეგ კი თითქმის უვნებელია. მისი კენკრა გირჩა იჭმება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.