From Wikipedia, the free encyclopedia
ტერმინში ძველი რომი მოისაზრება ანტიკური ზესახელმწიფო რომის იმპერია, რომლის ისტორია იწყება იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს დაარსებით; რომი წარმატებული სამხედრო ექსპანსიის შედეგად იქცა თავისი დროის უდიდეს ზესახელმწიფოდ, შემდეგ კი რიგი სამოქალაქო ომებისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად დაიწყო მისი დაკნინება, რამაც 476 წელს იმპერიის სრული კრახი გამოიწვია.
ძველი რომი არ იყო პირველი იმპერია, მას არაერთი წინამორბედი ჰყავდა. მკვლევარების აზრით რომაელთა კულტურაც არ ყოფილა ორიგინალური, მაგრამ რომაული სახელმწიფო წყობა და სამართალი იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ ის დღევანდელი მსოფლიოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რომაული ცივილიზაციის გარეშე წარმოუდგენელია დასავლური ცივილიზაციის განვითარება. რომის ოფიციალური ენა იყო ლათინური, რომელიც გავრცელდა რომის იმპერიის მთელს ევროპულ ნაწილზე და ჩამოაყალიბა რომანული ენების ოჯახი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.