From Wikipedia, the free encyclopedia
წვეტიანი ბოჭკოვანა (ლათ. Inocybe rimosa) — სოკოს სახეობა ბოჭკოვანასებრთა ოჯახისა,[1] რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.
წვეტიანი ბოჭკოვანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Inocybe rimosa (Bull.) P.Kumm., 1871 | |||||||||||||||
|
მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა, რომელიც შეიცავს მომწამვლელ ნივთიერება მუსკარინს. იზრდება ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში, ტყის გზისპირებში, პარკებსა და ბაღებში.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1789 წელს როგორც Agaricus rimosus.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[3]
ქუდის დიამეტრი — 2-9 სმ. ნორჩობაში კონუსურია, დაკლაკნილი კიდეებით, შემდეგ ზარისებრი ან ფართოზარისებრი, წაწვეტებული ბორცვაკით ცენტრში, ზედაპირი დაფარულია რადიალურად განწყობილი ბოჭკოვანი ქერცლებით,[4] აბრეშუმისებრია, ნესტიან ამინდში სრიალაა, ოქროსფერ-ყვითელი, მკრთალ-ჩალისფერ-ყვითელი ან თაფლისფერ-ყავისფერი შეფერილობის, ცენტრში შედარებით მუქია.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ფეხთან შეზრდილი ან თითქმის თავისუფალი, ხშირი, თეთრი დაკბილული კიდეებით, ნორჩობაში მოთეთროა, შემდეგ მონაცრისფრო-მოყვითალო, მომწვანო ელფერით, გადაბერებული ეგზემპლარები ყავისფერია.
რბილობი — მოთეთროა, თხელი, ჩვეულებრივ განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე,[5] იშვიათად არასასიამოვნი სუნით.
ფეხის სიგრძე — 4-9(11) სმ, სისქე — 0,5-1 სმ, ცილინდრული, იშვიათად ძირში შევიწროებული, გლუვი, გრძივ ბოჭკოვანი, მოთეთრო, მოგვიანებით ქუდის ფერია.
სპორების ფხვნილი — ყავისფერი. სპორები — ელიფსისებრი, მკრთალ-ყავისფერი, 10-12×6-8 მკმ.
ძლიერ შხამიანი სოკოა, რომელიც შეიცავს მომწამვლელ ნივთიერება მუსკარინს.[6] მოწამვლა იწყება 0.5-3 საათის შემდეგ და მოიცავს სიმპტომებს — მომატებული ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰალუცინაცია, ცრემლდენა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გონების დაკარგვა[7] და ბოლოს, სიკვდილიც კი. ავადმყოფს მკურნალობენ ატროპინით.
ფართოდაა გავრცელებული ევროპა, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს სამხრეთ ამერიკას, (ბრაზილია, არგენტინა), ჩრდილოეთ აფრიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.[8]
იზრდება ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში, ტყის გზისპირებში, პარკებსა და ბაღებში. უპირატესობას ანიჭებს თიხიან და ტუტე ნიადაგს.
სეზონი — ზაფხულის დასაწყისიდან გვიან შემოდგომამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.