წითელი და შავი
From Wikipedia, the free encyclopedia
„წითელი და შავი“ (ფრანგ. Le Rouge et le Noir) — ისტორიული და ფსიქოლოგიური რომანი. მისი ავტორია სტენდალი. გამოქვეყნდა 1830 წლის ნოემბერში. ნაწარმოებში აღწერილია პროვინციელი, ახალგაზრდა ბიჭის მცდელობას სოციალურად ამაღლდეს თავის პლებურ წარმომავლობაზე საკუთარი ნიჭითა და შრომით.
წითელი და შავი | |
---|---|
ავტორი | სტენდალი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
დაწერის ადგილი | საფრანგეთი |
გამოცემულია | ნოემბერი, 1830 |
რომანის სრული სათაურია „წითელი და შავი: მე-19 საუკუნის ქრონიკები“,[1] რაც მის ორმხრივ ლიტერატურულ დანიშნულებაზე მიუთითებს: პირველი, ესაა რომანტიკული პროტაგონისტის ფსიქოლოგიურ პორტრეტის ასახვა, ხოლო მეორე: ანალიტიკური, სოციალური სატირის წარმოდგენა ფრანგულ საზოგადოებაზე ბურბონების რესტავრაციის პერიოდში (1814-30.)
რომანის სათაური ასახავს საეროსა (წითელი) და სასულიერო (შავი)[2] ინტერესებს შორის მერყეობას პროტაგონისტში. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ სათაური მიემართებოდეს იმ დროს პოპულარულ ბანქოს თამაშს "rouge et noir", რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ნაწარმოების სიუჟეტს, რომელშიც პროტაგონისტის ბედს შემთხვევითობა და იღბალი განსაზღვრავს.[3]