From Wikipedia, the free encyclopedia
წითელი მგელი (ლათ. Cuon alpinus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 76-103 სმ, მასა 14-21 კგ. ქვედა ყბაზე მესამე ძირითადი კბილი არ აქვს. საერთო შეფერილობა ჟანგისფერ-წითელია, მუცელი კი უფრო ღია ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ინდოჩინურ მალაკის ნახევარკუნძულისა, კუნძულ სუმატრისა და იავის ჩათვლით. ყოფილ სსრკ-ში — შორეული აღმოსავლეთის მთებში, დასავლეთ საიანებზე, შუა აზიაში. ბინადრობს მთებში ალპურ ზონამდე. ყველგან საკმაოდ იშვიათია. აქტიურია უმთავრესად ღამით. ნადირობს ირემზე, ცხვარზე, თხასა და შველზე. მაკეობის ხანგრძლივობა 62-64 დღე გრძელდება. შობს 5-9 ლეკვს.
წითელი მგელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წითელი მგელი (Cuon alpinus) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cuon alpinus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 5953 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.