წოდორეთი

From Wikipedia, the free encyclopedia

წოდორეთი
Remove ads

წოდორეთისოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ქედზე, მდინარე წოდორეთისწყლის (დიღმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე.[2] თბილისიდან 7 კილომეტრში.

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
Remove ads

გეოგრაფია

წოდორეთი კლიმატური კურორტია. ზამთარი რბილია, მცირეთოვლიანი, ზაფხული — თბილი, მშრალი. ნალექები 660 მმ წელიწადში. მცენარეულობიდან ჭარბობს ფოთლოვანი ტყე და ბუჩქები.[2]

დასახლებიდან დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს წოდორეთის ტბა, რომელიც თითქმის დამშრალია.

ისტორია

პირველად წოდორეთი 1625 წელს იხსენიება. ეს არის პერიოდი, როცა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთი) სპარსეთი ბატონობდა, ქართველი ხალხი კი თავისუფლებისთვის იბრძოდა. წოდორეთი იხსენიება მაშინ, როდესაც სპარსელებმა თბილისი ააოხრეს და გაძარცვეს. ისტორიკოსის ცნობით თბილისიდან მიმავალ სპარსელებს გიორგი სააკაძე სოფელ წოდორეთთან დაწევია და მტრის ლაშქარი გაუნადგურებია.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 323 ადამიანი.[1]

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads