From Wikipedia, the free encyclopedia
ხალხთა კარიბჭე, ასევე ცნობილი, როგორც ქსერქსეს კარიბჭე — არქიტექტურული ძეგლი პერსეპოლისის ტერიტორიაზე, ირანი. ხალხთა კარიბჭის აგების ბრძანება გასცა დარიოს I-ის (ძვ. წ. 522-486 წწ.) ვაჟმა ქსერქსე I-მა (ძვ. წ. 486-465 წწ.)[1], რომლის შესახებაც ირკვევა XPa-ს სახელით ცნობილი წარწერის მიხედვით.[2]
ნაგებობა შედგებოდა ერთი დიდი ოთახისგან, რომლის სახურავი ეყრდნობოდა ზარის ფორმის საყრდენების მქონე ქვის ოთხ სვეტს. გარე კედლები, ფართო ბლოკით იყო მორთული, ხშირი ნიშებით. სამივე კედლიდან თითოეულს, აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით, ქვის ძალიან დიდი კარი ჰქონდა. დასავლეთის კართან აღმართული იყო წყვილი მასიური ხარის გამოსახულება. სამხრეთით მდებარე კარი ყველაზე დიდია და იხსნება აპადანის მხარეს. ყველა კარის შიდა კუთხეებზე აღმოჩენილი მბრუნავი მოწყობილობები მიუთითებს იმაზე, რომ მათ უნდა ჰქონოდათ ორფრთიანი კარები, რომლებიც შესაძლოა ხისგან ყოფილიყო დამზადებული და დაფარული იყო ორნამენტირებული ლითონის ფურცლებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.