From Wikipedia, the free encyclopedia
ხარასნაირი წყალმცენარეები (ლათ. Charophyta) — წყალმცენარეთა განყოფილება.[1] მათი მწვანე ფერის რთული თალუსი შედგება მთავარი ღერძისა და მასზე რგოლურა განლაგებული გვერდითი ტოტისებრი წარმონაქმნებისაგან. რგოლებს შორის ერთუჯრედიანი მუხლთშორისები აქვთ. სუბსტრატს ემაგრებიან ფესვისმაგვარი წარმონაქმნებით – რიზოიდებით. მცენარე 1 მ-მდე იზრდება. ვეგეტატიური გამრავლება სხეულის ნაწილებად დაყოფით ან ერთ- და მრავალუჯრედიანი კოჟრებით ხდება. სქესობრივი გამრავლების ორგანოები – ოოგონიუმი და ანთერიდიუმი მრავალუჯრედიანია. ცნობილია ხარასნაირი წყალმცენარეების 300-მდე სახეობა. ბინადრობენ მტკნარ წყალსა და ზღვის გამტკნარებულ ნაწილებში. ნამარხი ფორმები ცნობილია დევონური პერიოდიდან.
ხარასნაირი წყალმცენარეები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Charophyta | ||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.