ხელის მტევანი (ქართული სიმბოლო)
From Wikipedia, the free encyclopedia
ხელის მტევანი (ან უბრალოდ ხელი) — ქართული ძალაუფლების სიმბოლო.[1] „ხელი“ საქართველოში წარმოადგენდა სამეფო ძალაუფლების სიმბოლოს.[1] გილერმო სოლერის ხმელთაშუა ზღვის რუკის (1385 წ.) ფრაგმენტიდან ნათლად ირკვევა, რომ მის მიერ, ამ რუკის შედგენის დროს (XIV ს.), სოხუმი (იტალიურ რუკებზე Sauastopoli) სამეგრელოს მთავრების – დადიანების საკუთრებას წარმოადგენდა. იგივეს გვიდასტურებენ ფრედერუჩე დ ანკონის 1497 და დიეგო ჰომემის 1559 წლის რუკები (აგრეთვე იმავე პერიოდის უამრავი სხვა ევროპული რუკა) რომლებზეც ქ. სოხუმთან, იტალიურ ენაზე, აღნიშნულია Porto Mengrello (სამეგრელოს პორტი). სოლერის რუკაზე გამოსახული ხელის მტევანი ქ. სოხუმის დადიანებისადმი კუთვნილების სიმბოლოა . [1][2][3]