From Wikipedia, the free encyclopedia
ხეპრი — ღვთაება ძველეგვიპტურ მითლოგიაში, ის არის ამომავალი მზის ღმერთ რომელიც ძირითადად განხილურლია როგორც დაბადების, სიცოცხლის წარმოშობის წყარო.
ხეპრი | |
---|---|
ხეპრი ძირითადად გამოსახულია ხოჭოსთავიანი ადამიანის სახით, რომელსაც მზე და ხშირ შემთხვევაში ლურჯი ლოტუსი უჭრავს. | |
მითოლოგია: | ძველი ეგვიპტური რელიგია |
სქესი: | მამრობითი |
დედა: | ნუთი |
გამოსახულებები |
ხეპრი „ḫprj“ არის ეგვიპტური სახელი, რომელიც წარმოქმნილია სიტყვისგან „ḫpr“, რაც ნიშნავს „განვითარებას“, "წარმოშობას", ან "შექმნას".[1] ღვთაება დაკავშირებულია დიდი ზომის ხოჭოსთან, მას აქვს ადამიანის ტანი და ხოჭოს თავი, თუმცა შესაძლოა წარმოჩენილი იყოს მხოლოდ ხოჭოს სახით სწორედ ამ მწერის გამო ეწოდა მას ეს სახელი (ეგვიპტურად „ḫprr“), რადგან ის ატრიალებს ექსკრემენტებისაგან გაკეთებულ რგოლებს მიწაზე, ამ ქმედებაში ეგვიპტელებმა დაინახეს მზის მოძრაობის სისტემა და დააკავშირეს ხოჭოსთან. სწორედ ამიტომ ხეპრის თაყვანს სცემდნენ როგორც მზის ღვთაებას. ხოჭები მათ მიერ წარმოქმნილ რგოლებში ათავსებენ კვერცხებს, საიდანაც ახლები იბადებიან, აქედან გამომდინარე ხეპრი განიხილება როგორც წარმოშობის, ხელახლა დაბადების ღვთაებაც. საბოლოოდ ხეპრი არის ამომავალი მზის ღმერთი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგლილი უჭირავს ეგვიპტურ მითლოგიაში. ეს არის ღვთაება, რომელიც მონაწილეობას იღებდა სამყაროს შექმნაში.
ეგვიპტეში არ არსებობდა კეპრის კულტი გასაგები მიზეზების გამო. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ეგვიპტურიმი თლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს ღვთაება რასთან,რომელიც არის მზის მთავარი ღვთაება. ხშირად ხეპრი და სხცა მზის ღვთაება, ატუმი, განიხილებიან როგორც მზის უმთავრესი ღვთაების რას ასპექტები:ხეპრი არის დილის ამომავალი მზის ღმერთი, რა არის შუადღის მზის, ხოლო ატუმი საღამოს ჩამავალი მზის ღმერთ.[1]
ძირითადად ხეპრი ხოჭოს სახითაა გამოსახული, როგორც ფრესკებზე, ასევე პაპირუსებზე ის დახატულია ადამიანის ტანითა და ხოჭოს თავით. ასევე მრავალ ნამუშევარში ხეპრი დახატულია მზის დისკოში. ხოჭოს ამულეტებს, რომლებიც კეპრის განასახიერებდნენ, ეგვიპტელები ძირფასეულობასა და აფრებზე გამოსახავდნენ.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.