ხორვატთა თავდაცვის ვეჩე
From Wikipedia, the free encyclopedia
ხორვატთა თავდაცვის ვეჩე (ხორ. Hrvatsko vijeće obrane; HVO) — ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები 1992 წლის აპრილიდან ბოსნიის ომის დასასრულამდე. ბოსნიის ხორვატებს ჰყავდათ მეორე შეიარაღებული ძალაც – ხორვატთა თავდაცვის ძალები, რომელიც არ ეთანხმებოდა ხორვატიის ხელმძღვანელობის გეგმებს იუგოსლავიის გადანაწილების შესახებ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ლიდერი ბლაჟ კრალევიჩი ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს მებრძოლებმა მოკლეს, იგი დაიშალა და მისი მებრძოლების ნაწილი თავდაცვის ვეჩეს, ნაწილი კი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას შეუერთდა.
სწრაფი ფაქტები ხორვატთა თავდაცვის ვეჩე Hrvatsko vijeće obrane, შეიქმნა ...
ხორვატთა თავდაცვის ვეჩე Hrvatsko vijeće obrane | |
---|---|
ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ალამი | |
შეიქმნა | 8 აპრილი 1992 |
დაიშალა | 14 დეკემბერი 1995 |
ნაწილები |
მოსტარის კორპუსი ვიტეზის კორპუსი ორაშეს კორპუსი ტომისლავგრადის კორპუსი |
შტაბი |
გრუდე მოსტარი |
ხელმძღვანელობა | |
პრეზიდენტი |
მათე ბობანი კრეშიმირ ზუბაკი |
თავდაცვის მინისტრი | იადრანკო პრლიჩი |
შტაბის უფროსი | მილივოი პეტკოვიჩი |
ინდუსტრია | |
უცხოელი მომწოდებლები | ხორვატია |
ისტორია | ბოსნიის ომი |
დახურვა