ხოცენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხოცენი (ჩეხ. Choceň) — ქალაქი ჩეხეთში, პარდუბიცის მხარეში, 15კმ დასავლეთით რაიონულ ქალაქ უსტი-ნად-ორლიციდან, გაშენებულია მდინარე ტიხა ორლიცეს ორივე მხარეს. ქალაქი შედგება შვიდი უბნისგან: ხოცენი, ბრჟეზენიცე, დვორჟისკო, ჰემჟე და პოდრაჟეკ. ქალაქში რეგისტრირებულია 1972 სახლი, მ.შ. საკუთრივ ხოცენში 1732. თავად ხოცენში ცხოვრობს 8700 მცხ. მას მიკუთვნებული სოფლების ჩათვლით კი დაახლ. 10 ათ. მცხ. ქალაქი ცნობილი სარკინიგზო კვანძია.