![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/56/JayavarmanVII.jpg/640px-JayavarmanVII.jpg&w=640&q=50)
ჯაიავარმან VII
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაიავარმან VII — კამბუჯადეშის მეფე 1181-1218 წლებში. მისი გამგებლობის დროს ქვეყანამ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. ანგკორის მონარქიამ თავისი ძალაუფლება გაავრცელა ჩრდილოეთით ვიენტიანამდე, აღმოსავლეთით - აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვამდე, სამხრეთით - მალაკის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილამდე. დასავლეთით - ბირმამდე. ჯაიავარმან VII-ის დროს მიმდინარეობდა თავისი მასშტაბებით არნახული ტაძრების მშენებლობა (ანგკორ-თომი).
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/56/JayavarmanVII.jpg/640px-JayavarmanVII.jpg)