![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7b/Jamjama1.jpg/640px-Jamjama1.jpg&w=640&q=50)
ჯამჯამა
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მხარეებში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯამჯამა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის, გორის და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1][2] მდებარეობს თრიალეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2320 მ. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. ჯამჯამის კალთების ზემო ნაწილი შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოს ბალახეულით, ქვემო — წიფლის ტყით.[3]
სწრაფი ფაქტები ჯამჯამა ...
ჯამჯამა | |
---|---|
![]() მთა ჯამჯამა | |
კოორდინატები: 41°47′54″ ჩ. გ. 43°48′16″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე |
სიმაღლე | 2320 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
დახურვა