ჯანეტ მაკტირი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯანეტ მაკტირი (ინგლ. Janet McTeer; დ. 5 აგვისტო, 1961[1]) — ინგლისელი მსახიობი. ნორას როლის შესრულებული როლისთვის, სამ-აქტიან პიესაში თოჯინის სახლი (1996–1997) მან მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორისაა ტონის პრემია მსახიობი ქალისთვის სპექტაკლში და „ოლივიერის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“. 1999 წელს მერი ჯო ვოლკერის განსახიერებით ფილმში, ''Tumbleweeds''-ში მან ასევე მოიგო ოქროს გლობუსის პრემია და ნომინირებული იყო ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 2011 წელს ჰუბერტ პეიჯი ითამაშა ფილმში, ''ალბერტ ნობსი'', რომლისთვისაც იგი ასევე ნომინირდა ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.
ჯანეტ მაკტირი | |
---|---|
დაიბადა | 5 აგვისტო, 1961 (1961-08-05) (62 წლის) ნიუკასლ-აპონ-ტაინი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
საქმიანობა | მსახიობი |
მაკტრის დებიუტი შედგა პროფესიონალურ სცენაზე 1984 წელს, ითამაშა სპექტაკლში ''The Grace of Mary Traverse''. და 1986 წელს ნომინირდა ოლივიეს პრემიაზე სპექტაკლში საუკეთესო ახალბედისთვის : მისი სხვა თეატრალური როლებია: ელენა ანტონ ჩეხოვის პიესაში, ძია ვანია (ლონდონი), ვერონიკა, სპექტაკლში ხოცვა-ჟლეტის ღმერთი (ლონდონი და ნიუ-იორკი) და მთავარი, მარია სტიუარტის როლი სპექტაკლში, მარია სტიუარტი (ლონდონი და ნიუ-იორკი). ტელევიზიაში მან ითამაშა ლინდა ლა პლანტეს გუბერნატორი-ში (1995–1996), მიიღო ემის პრემია ფილმ ქარიშხალში შესრულებული როლისთვის, (2009) ხოლო ოქროს გლობუსის ნომინაცია მინისერიალში, თეთრი დედოფალი-ში თამაშისთვის. (2013).
იგი ასევე გამოჩნდა გლენ კლოუზის ოპონენტად დრამატული სერიალის ''შეტაკების'' (2012) ბოლო სეზონში. გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: Half Moon Street (1986), Hawks (1988), ქარიშხლიანი უღელტეხილი (1992), კარინგტონი (1995), ''ხავერდოვანი ოქროს საბადო'' (1998), სიმღერის დამჭერი (2000), The Inteded (2002), ისე, როგორც შენ გიყვარს ( 2006), მოქცევათა ქვეყანა (2005), ქეითი ყველას სჭირდება (2011), ქალი შავებში (2012), მალეფისენტი (2014), განსხვავებული სერია (2015–2016) და მე შენამდე (2016).