ჯაჩინტო ფაკეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაჩინტო ფაკეტი (იტალ. Giacinto Facchetti; დ. 18 ივლისი, 1942 — გ. 4 სექტემბერი, 2006) — იტალიელი ფეხბურთელი, მილანის ინტერნაციონალეს და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მარცხენა მცველი. 2004 წლიდან გარდაცვალებამდე, 2006 წლამდე, იყო „ინტერის“ პრეზიდენტი.[1]
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, დაბადების თარიღი ...
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 18 ივლისი, 1942 | ||
დაბადების ადგილი | ტრევილიო, იტალია | ||
გარდაცვალების თარიღი | 4 სექტემბერი, 2006 (64 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მილანი, იტალია | ||
სიმაღლე | 191 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1956–1960 | ტრევილიეზე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1960–1978 | ინტერი | 476 | (59) |
ეროვნული ნაკრები | |||
1963–1977 | იტალია | 94 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა
ფაკეტიმ გულშემატკივებს თავი დაამახსოვრა, როგორც შეტევებზე ორიენტირებულმა, სწრაფმა და ტექნიკურმა გვერდითა მცველმა, რაც სრულებით ახალი სიტყვა იყო მაშინდელ ფეხბურთში.[2]
ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მცველად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 75-ე ადგილზე დასახელდა.[3][4]