ჯეიმზ ბეიკერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ ედისონ ბეიკერი III (ინგლ. James Addison Baker III; დ. 28 აპრილი, 1930)[1] – ამერიკელი ადვოკატი და პოლიტიკური მოღვაწე. ეკავა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა და შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის პოსტი, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის, ხოლო აშშ–ის სახელმწიფო მდივნის და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა პრეზიდენტ ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის დროს.
ჯეიმზ ბეიკერი | |
თეთრი სახლის ადმნისტრაციის უფროსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1981 – 3 თებერვალი, 1985 | |
პრეზიდენტი | რონალდ რეიგანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აგვისტო, 1992 – 20 იანცვარი, 1993 | |
პრეზიდენტი | ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი, 1989 – 23 აგვისტო, 1992 | |
პრეზიდენტი | ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში |
აშშ-ის 67-ე ხაზინის მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 თებერვალი, 1985 – 17 აგვისტო, 1988 | |
პრეზიდენტი | რონალდ რეიგანი |
დაბადებული | 28 აპრილი, 1930 (1930-04-28) (93 წლის) ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული ( 1970-მდე) რესპუბლიკური ( 1970- დან) |
მეუღლე | მერი სტუარტ მაკჰენრი სუსან გერიტი |
განათლება | პრინსტონის უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
ჰიუსტონში დაბადებული, ბეიკერი დაესწრო ჰილის სკოლასა და პრინსტონის უნივერსიტეტს, სანამ მსახურობდა შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითში . ტეხასის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მან იურიდიულ სფეროში განაგრძო მუშაობა. გახდა ჯორჯ ბუშის ახლო მეგობარი და მუშაობდა ბუშის საარჩევნო ბიუროში აშშ -ის სენატის არჩევნების დროს, სადაც კამპანია წარუმატებლად დასრულდა. კამპანიის შემდეგ, იგი სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისთვის. 1975 წელს დაინიშნა ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ ჯერალდ ფორდისთვის. მსახურობდა 1976 წლის მაისამდე, აწარმოებდა ფორდის 1976 წლის საპრეზიდენტო კამპანიას, ასევე დამარცხდა 1978 წლის ტეხასის გენერალური პროკურორის არჩევნებში.
ბეიკერმა ბუშის 1980 წლის რესპუბლიკური საპრეზიდენტო ნომინაციის კამპანიაშიც წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა რესპუბლიკელ კანდიდატ, რონალდ რეიგანზე. რეიგანმა ბეიკერი დანიშნა თეთრი სახლის ადმნისტრაციის უფროსად, სადაც ის დარჩა 1985 წლამდე, შემდეგ კი ხაზინის მდივნად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ცხოვრებაში გაატარ პლაზას შეთანხმება და ბეიკერის გეგმა. პრეზიდენტ ბუშის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის განსახორციელებლად, მან დატოვა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობა. არჩევნების შემდეგ, ბუშმა ბეიკერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშნა. სახელმწიფო მდივნის როლში, მან ხელი შეუწყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გაკონტროლებას ცივი ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, ასევე ყურის ომის დროს. შემდეგ კი ისევ გახდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი.
1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუშის დამარცხების შემდეგ, ბეიკერი აქტიური იყო ბიზნესსა და საზოგადო საქმეებში. იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი დასავლეთ საჰარაში. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფლორიდაში ხმების ხელახალა დათვლისას, იგი ხელმძღვანელობდა ჯორჯ ბუშის იურიდიული გუნდს. იგი მსახურობდა ერაყის სასწავლო ჯგუფის თანათავმჯდომარედ, რომელიც კონგრესმა 2006 წელს ჩამოაყალიბა ერაყისა და მიმდინარე ერაყის ომის შესასწავლად. ის მსახურობს მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტსა და კლიმატის საბჭოში . ბეიკერის სახელს ატარებს ჯეიმზ ა. ბეიკერ III- ის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი რაისის უნივერსიტეტში.[2]