From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ ჰარინგტონი (დ. 3 იანვარი, 1611, აპტონი — გ. 11 სექტემბერი, 1677, ლონდონი) — ინგლისელი პუბლიცისტი, ახალი თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის იდეოლოგი.
ჯეიმზ ჰარინგტონი | |
---|---|
ინგლ. James Harrington | |
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1611[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | აპტონი |
გარდაცვალების თარიღი | 11 სექტემბერი, 1677[1] [3] [4] (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
დასაფლავებულია | უესტმინსტერის წმინდა მარგარეტის ეკლესია |
საქმიანობა | პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი და მწერალი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | ინგლისი |
ალმა-მატერი | Trinity College, Oxford |
მეუღლე | Dayrell[6] |
თავის ნაწარმოებებში გამოდიოდა ინგლისში ფეოდალური მონარქიის აღდგენის საშიშროების წინააღმდეგ. შეიმუშავა ბურჟუაზიული თავადაზნაურული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ასეთი რესპუბლიკა მას მიაჩნდა სახელმწიფოს საუკეთესო ფორმად, რომელიც დაიცავდა ინგლისის XVII საუკუნის ბურჟუაზიული რევოლუციის მონაპოვარს როგორც ფეოდალური არისტოკრატიისა და სტიუარტების, ისე ფართო სახალხო მასების თავდასხმებისაგან. 1658–1660 წლებში ხელმძღვანელობდა იმ რესპუბლიკურ ჯგუფს, რომელიც მისი კონსტიტუციის გატარებას ცდილობდა. იყენებდა ფრანსის ბეკონის ინდუქციურ მეთოდს, ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს და მისი დაწესებულებების ფორმები დამოკიდებულია საზოგადოებაში საკუთრების განაწილებაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.