From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ II (ინგლ. James II; დ. 16 ოქტომბერი, 1430, ედინბურგი — გ. 3 აგვისტო, 1460, როქსბურგის სასახლე) — შოტლანდიის მეფე სტიუარტების დინაასტიიდან. მეფობდა 1437-1460 წლებში, ჯეიმზ I-ისა და ჯოან ბოფორის შვილი.
ჯეიმზ II | |
---|---|
James II | |
შოტლანდიის მეფე | |
კორონაცია: | 25 მარტი, 1437 |
მმართ. დასაწყისი: | 21 თებერვალი, 1437 |
მმართ. დასასრული: | 3 აგვისტო, 1460 |
წინამორბედი: | ჯეიმზ I |
მემკვიდრე: | ჯეიმზ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 ოქტომბერი, 1430 |
დაბ. ადგილი: | ედინბურგი, შოტლანდია |
გარდ. თარიღი: | 3 აგვისტო, 1460 |
გარდ. ადგილი: | როქსბურგის სასახლე, შოტლანდია |
მეუღლე: | მარია გელდერნელი |
შვილები: |
ჯეიმზ III, მერი ალექსანდრი, დეივიდი ჯონი, მარგარეტი |
დინასტია: | სტიუარტები |
მამა: | ჯეიმზ I |
დედა: | ჯოან ბეფორტი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჯეიმზ II დაიბადა 1430 წელს. მას ჰყავდა ტყუპისცალი ალექსანდერი. ტახტის ორი მემკვიდრის ყოლას შესაძლოა, ქვეყანაში არეულობა გამოეწვია, მაგრამ ალექსანდერი მალევე გარდაიცვალა და პრინცი ჯეიმზი როთსეის ჰერცოგი და მამის ტახტის ერთადერთი მემკვიდრე გახდა.
ჯეიმზ I 1437 წელს გარდაიცვალა და ტახტი 7 წლის ჯეიმზმა დაიკავა. ჯეიმზი არასრულწოვანი იყო, აქედან გამომდინარე, პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ის მხოლოდ ფორმალურად იქნებოდა შოტლანდიის მეფე და მხოლოდ მაშინ აიღებდა ძალაუფლების ხელში, როდესაც თვრამეტი წელი შეუსრულდებოდა. ჯეიმზი კი დედასთან და დებთან ერთად დუნბარის სასახლეში ცხოვრობდა 1439 წლამდე.
1449 წელს მეფე სრულწლოვანი გახდა და ძალაუფლება ხელში აიღო. ის ამავე წელს დაქორწინდა მარი გელდერელზე, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა.
ჯეიმზ II ხელს უწყობდა შოტლანდიაში სასწავლებლების დაარსებას. მისი მმართველობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა გლაზგოს სასწავლებელს. ჯეიმზ II უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა როქსბურგის სასახლის ალყის დროს, 1460 წლის 3 აგვისტოს, როდესაც ცდილობდა გაესროლა ქვემეხი, ის კი აფეთქდა და შეიწირა 29 წლის მეფის სიცოცხლე. მისი გარდაცვალების შემდეგ, შოტლანდიაში ჯეიმზ III გამეფდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.