ჯეფერსონის მემორიალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეფერსონის მემორიალი (ინგლ. Jefferson Memorial) — აშშ-ის მესამე პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონისადმი მიძღვნილი მომორიალური კომპლექსი. მდებარეობს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში. მემორიალი დააპროექტა ჯონ პოულ რასელმა და აგებულია ნეოკლასიციზმის სტილში. მშენებლობა დაიწყო 1939 წელს და დასრულდა 1943 წელს. მოგვიანებით, 1947 წელს დაიდგა პრეზიდენტის ბრინჯაოს ქანდაკება.[1]
სწრაფი ფაქტები ჯეფერსონის მემორიალი Jefferson Memorial, მდებარეობა ...
ჯეფერსონის მემორიალი Jefferson Memorial | |
---|---|
მდებარეობა | ვაშინგტონი, აშშ |
არქიტექტორი | ჯონ პოულ რასელი |
ტიპი | ნეოკლასიციზმი |
მასალა | ბრინჯაო და მარმარილო |
დაწყების თარიღი | 1938 |
დასრულების თარიღი | 1943 |
მიძღვნილია | თომას ჯეფერსონისადმი |
დახურვა
მემორიალს განაგებს აშშ-ის ნაციონალური პარკების სამსახური. 2004 წელს ამერიკის არქიტექტორების ინსტიტუტმა, მემორიალს, სიაში „აშშ-ის 150 პოპულარული არქიტექტურული შენობა-ნაგებობა“ მეოთხე ადგილი მიუჩინა.[2].