ჯიმი უელსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯიმი დონალ უელსი „ჯიმბო“ (ინგლ. Jimmy Donal Wales; დ. 7 აგვისტო, 1966[1][2][3]) — ამერიკელი ინტერნეტ-მოღვაწე, არაკომერციული ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედიის“ დამფუძნებელი.[3][4]
ჯიმი დონალ უელსი | |
---|---|
ჯიმი უელსის ფოტო, 2019 | |
მშობლიური სახელი | ინგლ. Jimmy Donal Wales |
დაბადების თარიღი |
7 აგვისტო 1966 ჰანტსვილი, ალაბამა |
მოქალაქეობა | აშშ |
პროფესია | ინტერნეტ-მოღვაწე, „ვიკიპედიის“ დამფუძნებელი. |
საიტი | http://jimmywales.com/ |
ხელმოწერა |
უელსი დაიბადა ჰანტსვილში, ალაბამის შტატში. საშუალო განათლება მიიღო რენდილფის სკოლაში, ხოლო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები — ალაბამის უნივერსიტეტში. 1994 წელს უელსი ჩიკაგოში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო ძვირფასი ქაღალდების გამყიდველ ფირმაში „Chicago Options Associates“. 2002 წელს უელსმა დაიქირავა ფილოსოფიის დოქტორი ლარი სენგერი, რომელიც უელსის ახალი პროექტის — უფასო ენციკლოპედია „ნუპედიის“ მთავარი რედაქტორი გახდა. 2001 წელს უელსმა და სენგერმა გადაწყვიტეს უფასო, რედაქტირებისთვის თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნა. „ვიკიპედიის“ ზრდასთან ერთად უელსი პროექტის მთავარი სპიკერი და პოპულარიზატორი გახდა. ჯიმი უელსს „ფონდ ვიკიმედიის“ სამეურვო საბჭოს საპატიო წევრის წოდება უკავია.
2006 წელს ჟურნალმა Time-მა, მსოფლიოში უდიდესი ენციკლოპედიის შექმნაში მისი როლის გათვალისწინებით, ჯიმი უელსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებად დაასახელა.