From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოზეფ სტენლი უილიასმი (დ. 1 სექტემბერი, 1960, სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი როკ შემსრულებელი და კომპოზიტორი. ჯონი ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომლის თითქმის ყველა წევრს მუსიკასთან ან შოუბიზნესთან გარკვეული შეხება ჰქონია; მამა - ჯონ უილიამსი ფილმებისთვის ქმნიდა მუსიკას, დედა - ბარბარა რუიკი მომღერალი და მსახიობი იყო, ერთი პაპა — ჯონი უილიამსი ჯაზ-დრამერი იყო, ხოლო მეორე — მელვილ რიუკი — მსახიობი.
ჯოზეფ სტენლი უილიამსი | |
---|---|
ჯოზეფ უილიამსი 2013 წელს შვედეთში ტოტოს 35-ე წლისთავისადმი მიძრვნილ ტურნეზე | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯოზეფ სტენლი უილიამსი |
დაბ. თარიღი | 1 სექტემბერი, 1960 |
დაბ. ადგილი | სანტა-მონიკა |
წარმოშობა | სანტა მონიკა, კალიფორნია |
ჟანრ(ებ)ი | როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
აქტიური | 1982 - დღემდე |
საიტი | josephwilliams.totoweb.org |
ჯოზეფ უილიამსი ვიკისაწყობში |
ჯოზეფ უილიამსი 1980-იან წლებში ტოტოს მთავარი ვოკალისტი იყო და ჯგუფის შემადგენლობაში რამდენიმე ალბომიც ჩაწერა. ესენია: Fahrenheit (1986) და The Seventh One (1988), შემდეგ კი, პირადი პრობლემების გამო, ჯგუფის დატოვება მოუხდა. მუსიკოსი მოსმენა ასევე შესაძლებელია Toto XX-ში (1988) - ალბომში, რომელიც ტოტოს იშვიათ და გამოუცემელ სიმღერებს აერთიანებს და 2006 წლის ალბომში, სახელწოდებით Falling in Between, რომელში შესულ ერთ-ერთ სიმღერაშიc - „Bottom of Your Soul" ჯოზეფმა სტივ ლუკათერთან მთავარი ვოკალისტის ამპლუა გაიზიარა.
2010 წელს, ტოტოს აღდგენის შემდეგ ჯოზეფ უილიამსი ჯგუფს დაუბრუნდა და დღესაც მის შემადგენლობაშია.[1]
ჯოზეფ უილიამსის სოლო შემოქმედება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე შთამბეჭდავია. მას რამდენი მე ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან არცერთს რაიმე კომერციული წარმატება ან აღიარება მომღერლისთვის არ მოუტანია. ჯოზეფმა პირველი ალბომი 1982 წელს ჩაწერა, სახელწოდებით Joseph Williams. მომდევნო ალბომებიდან კი მეტ-ნაკლები წარმატებით ისარგებლა 2003 და 2006 წლებში ჩაწერილმა Vertigo-მ და Vertigo 2-მა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.