მცენარეთა გვარი From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონჯოლი (ლათ. Staphylea) — მცენარეთა გვარი ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.
ჯონჯოლი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კოლხური ჯონჯოლი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Staphylea | ||||||||||||
|
11-მდე სახეობა გავრცელებულია ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზომიერ სარტყელში. კავკასიასა და საქართველოში ჯონჯოლის მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება: კოლხური ჯონჯოლი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში იზრდება, და ჩვეულებრივი ჯონჯოლი (ლათ. Staphylea pinnata), რომელიც კოლხეთის დაბლობის გარდა ქართლსა და კახეთშიც გვხვდება.
ჯონჯოლი იზრდება ხევებსა და ხეობებში, ქვიან ადგილებში, ზღვის დონიდან 1 300 მ-მდე. ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ, თესლისაგან მიღებულ ზეთს ხმარობენ მედიცინაში. ორივე სახეობა კარგი დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. მრავლდება თესლისა და ფესვის ამონაყრით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.