![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/76/Bon_Jovi_at_Madison_Square_Garden_%252833868597862%2529.jpg/640px-Bon_Jovi_at_Madison_Square_Garden_%252833868597862%2529.jpg&w=640&q=50)
ჯონ ბონ ჯოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ფრენსის ბონჯოვი უმცროსი (ინგლ. John Francis Bongiovi, Jr., დ. 2 მარტი, 1962), უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯონ ბონ ჯოვი — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ქველმოქმედი და მსახიობი, ყველაზე კარგად ცნობილი, როგორც როკ-ჯგუფ ბონ ჯოვის 1983 წელს დამაარსებელი და ლიდერი.
ჯონ ბონ ჯოვი | |
---|---|
![]() ჯონ ბონ ჯოვი 2017 წელს | |
დაბადების სახელი | ჯონ ფრენსის ბონჯოვი უმცრ. |
დაბადების თარიღი |
2 მარტი, 1962 (1962-03-02) (62 წლის) პერთ ემბოი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
სხვა სახელები | ჯონ ბონ ჯოვი უმცრ. |
განათლება | წმინდა ჯოზეფის სკოლა, სეირვილის სამხედრო მემორიალური სკოლა |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1975–დღემდე |
მეუღლე(ები) | დოროთეა ჰარლი (1989-დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 4 |
მშობლები |
მამა: ჯონ ფრენსის ბონჯოვი უფრ. დედა: კეროლ შარკი |
ნათესავები | ტონი ბონჯოვი |
ინსტრუმენტი | გიტარა, ვოკალი |
ჟანრი |
|
ლეიბლ(ებ)ი | Island, Mercury |
ასოციაციები | ბონ ჯოვი, Scandal |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები |
Takamine EF341C Gibson Les Paul Fender Telecaster Duesenberg Starplayer TV[1] |
საიტი | bonjovi.com |
თავისი კარიერის განმავლობაში გამოცემული აქვს ორი სოლო ალბომი და 12 სტუდიური ალბომი ჯგუფთან. ჩანაწერები დღემდე გაყიდულია 130 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. გარდა ამისა, 1990-იანი წლებიდან მან კინოფილმებში მონაწილეობაც დაიწყო. მის როლებს შორის არის მონაწილეობა სერიალებშიც — „სექსი დიდ ქალაქში“ და „ელი მაკბილი“.
როგორც სიმღერების ავტორი, ბონ ჯოვი 2009 წლიდან შეყვანილია სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში.[2][3] 2012 წელს იგი Billboard-ის მუსიკალურ ბიზნესში ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში #50 პოზიციას იკავებდა.[4] 1996 წელს People-მა იგი დაასახელა „ყველა დროის 50 ლამაზ პიროვნებას“ შორის. 2000 წელს იგივე ჟურნალმა მას უწოდა ყ„ველაზე სექსუალური როკ-ვარსკვლავი“. VH1-ის „100 ყველაზე სექსუალური შემსრულებლის“ სიაში ჯონი მეთერთმეტე ადგილს იკავებდა. Hit Parader-ის „100 საუკეთესო მძიმე მეტალის ვოკალისტის“ სიაში ჯონს 31-ე ადგილი ეკავა.[5]