From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ პრატ შულცი (/ʃʊlts/; დ. 13 დეკემბერი, 1920 — გ. 6 თებერვალი, 2021) — ამერიკელი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. მსახურობდა სხვადასხვა პოზიციებზე სამი სხვადასხვა რესპუბლიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციებისას. არის ერთ-ერთი იმ ორი ადამიანიდან რომელმაც აშშ-ის ოთხ ან მეტ მთავრობის პოზიციაზე იმსახურა.[1] შულცმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. 1974-1982 წლები იყო ბაჩელის ჯგუფის, მომსახურების და ინჟინერიის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. 2010-იან წლებში, შულცი იყო ბიოტექნოლოგიური კომპანია Theranos-ის სკანდალის მნიშვნელოვანი მონაწილე, თაღლითობის მტკიცებულებების მიუხედავად მხარს უჭერდა კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრს.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ჯორჯ შულცი | |
---|---|
George Pratt Shultz | |
აშშ-ის მე-60 სახელმწიფო მდივანი | |
მმართ. წლები: | 1982 — 1989 |
მმართ. დასაწყისი: | 1982 წლის 16 ივლისი |
მმართ. დასასრული: | 1989 წლის 20 იანვარი |
პრეზიდენტი: | რონალდ რეიგანი |
წინამორბედი: | ალექსანდერ ჰიგი |
მემკვიდრე: | ჯეიმზ ბეიკერი |
აშშ-ის 62-ე სახაზინოს მდივანი | |
მმართ. წლები: | 1972 — 1974 |
მმართ. დასაწყისი: | 1972 წლის 12 ივნისი |
მმართ. დასასრული: | 1974 წლის 8 მაისი |
პრეზიდენტი: | რიჩარდ ნიქსონი |
წინამორბედი: | ჯონ კონალი |
მემკვიდრე: | უილიამ საიმონი |
აშშ-ის მე-11 შრომის მდივანი | |
მმართ. წლები: | 1969 — 1970 |
მმართ. დასაწყისი: | 1969 წლის 22 იანვარი |
მმართ. დასასრული: | 1970 წლის 1 ივლისი |
პრეზიდენტი: | რიჩარდ ნიქსონი |
წინამორბედი: | უილიამ უილარდ ვიტცი |
მემკვიდრე: | ჯეიმზ დეი ჰოდგსონი |
პარტია: | რესპუბლიკური პარტია |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 დეკემბერი, 1920 |
დაბ. ადგილი: | ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ |
გარდ. თარიღი: | 6 თებერვალი, 2021 (100 წლის) |
შვილები: | 5 |
ხელმოწერა: | |
სამხედრო კარიერა | |
ეროვნება: | ამერიკელი |
კუთვნილება: | აშშ |
მოღვაწეობა: | 1942 — 1945 |
წოდება: | კაპიტანი |
ბრძოლები/ომები: |
|
დაიბადა ნიუ-იორკში, 1920 წლის 13 დეკემბერს, დაამთავრა პრინცსტონის უნივერსიტეტი მანამ სანამ 1942 წელს შეუერთდა აშშ-ის საზღვაო ქვეითების კორპუსს მეორე მსოფლიო ომში. ომის შემდეეგ მიიღო დოქტორის ხარისხი ინდუსტრიულ ეკონომიკაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისაგან (MIT). MIT-ში სწავლობდა 1948-1957 წლებში, სადაც სასწავლო წელი 1955 წელს გამოტოვა რადგან იყო აშშ-ის პრეზიდენტი დუაით ეიზენჰაუერის ეკონომიკის საკითხებზე მჩეველთა საბჭოს წევრი. როდესაც ჩიკაგოს ბისზენის უნივერსიტეტში დეკანად მუშაობდა, ის დათანხმდა რიჩარდ ნიქსონის დანიშვნას შრომის მდივნად. ამ პოზიციაზე, მან განაწესა ფლადელფიის გეგმა სამშენებლო კონტრაქტორებისათვის, რომლებიც უარს აცხადებდნენ შავკანიან ადამიანებთან მუშაობაზე, რაც რასობრივი კვოტას პირველი გამოყენება იყო აშშ-ის ფედერალური მთავრობის მიერ. 1970 წელს ის გახდა მენეჯმენტის და ბიუჯეტის ოფისის პირველი დირექტორი, შულცი ამ პოზიციაზე მის ხაზინის მდივნად დანიშვნამდე, 1972 წელამდე მსახურობდა.
შულცმა ნიქსონის ადმინისტრაცია 1974 წელს დატოვა, რათა ბაჩტელის აღმსრულებელი დირექტორი გამხდარიყო. მას შემდეგ რაც ამ კომპანიის პრეზიდენტი და დირექტორი გახდა, შულცი დათანხმდა რონალდ რეიგანის შეთავაზებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანად დანიშვნის შესახებ. ჯორჯ შულცს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 1982-1989 წლებში ეკავა. შულცმა რონალდ რეიგანს მოუწოდა სსრკ-ის ლიდერ მიხაილ გორბაჩოვთან ურთიერთობების დამყარება, რამაც ცივ ომში გაყინული აშშ-სსრკ-ის ურთიერთობების გალღვობა. შულცი ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის დახმარებას კონტრასთვის (რამაც ირანი-კონტრას სკანდალი გამოიწვია), რომელიც სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მთავრობის ჩანაცველებას ცდილობდნენ.
შულცი ოფიციალური პოლიტიკური და საჯარო სამხახურებიდან 1989 წელს გადადგა, თუმცა აქტიური დარჩა როგორც ბიზნესში ასევე პოლიტიკაში. მან იმსახურა ჯორჯ უოლკერ ბუშის არაფორმალურ მრჩეველად და საკუთარი წვლილი შეიტანა ბუშის დოქტრინის ჩამოყალიბებაში. ის მსახურობდა კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერის ეკონომიკური აღდგენის საბჭოს ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კომისიაში.
2013 წლის შემდეგ მხარს უჭერს ნახშირბადის შემოსავლთან ნეიტრალურ გადასახადს, როგორც ყველაზე ეკონომიკურ გზას გლობალური დათბობის შეფერხებისათვის.[2][3][4][5][6] ის არის ჰუვერის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის და ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკების ინსტიტუტის წევრი. ჯორჯ შულცი გარდაიცვალა 2021 წლის 6 თებერვალს, 100 წლის ასაკში, სტანფორდის უნივერსიტეტის კამპუსზე.
ჯორჯ შულცი დაიბადა 1920 წლის 13 დეკემბერს, ნიუ-იორკში, ის არის მარგარეტ ლენოქსის და ბირლ ერლ შულცის ერთად-ერთი შვილი, და გაიზარდა ინგლვუდი, ნიუ-ჯერსიში.[7] XIX საუკუნეში მისი დიდი ბაბუა გერმანიის კავშირიდან გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში.[8]
ადგილობრივ საჯარო სკოლაში სწავლის შემდეგ სკოლის ბოლო წელი ინგლვუდის ბიჭების სკოლაში (დღეს, დუაით-იგლვუდის სკოლა) გაატარა.[9] 1938 წელს დაამთავრა ლუმისი ჩაფის სკოლა უინძორ, კონექტიკუტში. შულცმა პისტონის უნივერსიტეტში, ეკონომიკაში აიღო ბაკალავრის ხარისხი.[7][8]
1942-დან 1945 წლამდე ჯორჯ შულცი მსახურობდა აშშ-ის საზღვაო ქვეითების კორპუსში, სადაც არტილერიის ოფიცრად მსახურობდ და მიიღო კაპიტნის წოდება. კაპიტანი შულცი განწესებული იქნა აშშ-ის 81-ე ქვეით დივიზიაში ანგაურის (პელელიუს) ბრძოლისას.[10]
ჰავაიში საზღვაო ქვეითად მსახურობისას, შულცი შეხვდა ამხედრო ექთან ლეიტენანტ ელენა ო'ბრაიენს (დ. 1915 გ. 1995). ისინი დაქორწინდნენ 1946 წლის 16 თებერვალს და ეყოლათ 5 შვილი: მარგარეტ ენ ტილსვორთი, კათერინ პრატ შულც იორგენსენი, პიტერ მილტონ შულცი, ბარბარა ლენოქს შულც უაითი და ალექსანდერ გორგ შულცი.[7][11] ელენა გარდაიცვალა 1995 წელს პანკრეასის სიმისივნით.
1997 წელს, ჯორჯ შულცი დაქორწინდა კალიფორნიელ ფილანტროპსა და სოციალიტზე, ჩარლოტ მილარდ სვიგზე.[12]
ჯორჯ შულცს საპატიო ხარისხი გადასცა სხვადასხვა უნივერსიტეტმა, როგორებიცაა: კოლუმბიის, ნოტრ-დამის, ლოიოლას, პენსილვანიის, როჩესტერის, პრინცტონის, კარნიჯ-მელონის, ნიუ-იორკის, იეშივას, ჩრდილოდასავლეთის, ტეჩნიონის, თელ-ალივის და ვიეცმენის მეცნიერების უნივერსიტეტებმა, ნიუ-იორკის ბარუჩის კოლეჯმა, უილიამის კოლეჯმა, ჰებრიუს იერუსალიმის უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტმა.[13]
|journal=
-ს (დახმარება).Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.