From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუდი გარლანდი (ინგლ. Judy Garland; დაბადებით ფრანსის ეთელ გამი, ინგლ. Frances Ethel Gumm; დ. 10 ივნისი, 1922 — გ. 22 ივნისი, 1969) — ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი, უკეთ ცნობილი დოროთი გეილის როლით კინოფილმში „ოზის ჯადოქარი“.
ჯუდი გარლანდი | |
---|---|
დაბადების სახელი | ფრანსის ეთელ გამი |
დაბადების თარიღი |
10 ივნისი, 1922 გრანდ რაპიდსი, მინესოტა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
22 ივნისი, 1969 (47 წლის) ჩელსი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
მეუღლე(ები) | ვინსენტ მინელი (1945-1951) |
შვილ(ებ)ი | ლაიზა მინელი (1946) |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში |
დაიბადა მოხეტიალე მსახიობების ოჯახში. სცენაზე გამოსვლა ბავშვობიდან დაიწყო - სიმღერებს ტრიოში ასრულებდა საკუთარ დებთან ერთად. 13 წლის ასაკში პირველი გრძელვადიანი კონტრაქტი დადო კინოსტუდია მეტრო-გოლდუინ-მაიერთან. 19 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა დევიდ როუზს, თუმცა ოთხ წელიწადში დაშორდა. 1945 წელს რეჟისორ ვინსენტ მინელის გაჰყვა, ვისგანაც ეყოლა ქალიშვილი - ლაიზა მინელი, თუმცა 1951 წელს ეს ქორწინებაც დასრულდა. მესამედ გარლანდი 1952 წელს პროდიუსერ სინდი ლუფტს გაჰყვა ვისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა. 1965 წელს კვლავ განქორწინდა. შემდეგ კიდევ ორჯერ იქორწინა - მარკ ჰერონზე (1965-66) და მიკი დინზე (1969). 1969 წლის 22 ივნისს მეუღლემ აბაზანაში მკვდარი იპოვა. გარდაცვალების მიზეზი ბარბიტურატებით დოზის შემთხვევითი გადაჭარბება იყო. დაკრძალულია ნიუ-იორკის ფერნკლიფის სასაფლაოზე.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1939 | ფ | ოზის ჯადოქარი | The Wizard of Oz | დოროთი გეილი |
1954 | ფ | ვარსკვლავი დაიბადა | A Star Is Born | ვიკი ლესტერი |
1956 | ფ | პეპე | Pepe | საკუთარი თავი |
1961 | ფ | განაჩენი ნიურნბერგში | Judgment at Nuremberg | ირენ ჰოფმან ვალნერი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.