ჰამბურგის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰამბურგის მეტროპოლიტენი (გერმ. Hamburger U-Bahn) — გერმანიის ქალაქ ჰამბურგში არსებული მიწისქვეშა ტრანსპორტის სახეობა, რომელიც ბერლინის მეტროპოლიტენის მსგავსად გვირაბებსა და ესტაკადებზე გადის. ჰამბურგის მეტრო 1912 წელს გაიხსნა; ოთხივე ხაზის საერთო სიგრძე 106,4 კმ-ია. 2017 წელს 242.5 მლნ მგზავრი იქნა გადაყვანილი. ჰამბურგის მეტროპოლიტენი იმით გამოირჩევა, რომ ხაზების დიდი ნაწილი მიწაზე და ესტაკადებზე გადის და, ძირითადად, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს ემსახურება.
მეტი ინფორმაცია ჰამბურგის მეტროპოლიტენი, ინფორმაცია ...
ჰამბურგის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | გერმანია |
ქალაქი | ჰამბურგი |
გახსნის თარიღი | 1912 წ.-ის თებერვალი |
ხაზის სიგრძე | 106,4 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 93 |
ხაზთა რაოდენობა | 4 |
მგზავრები დღეში | 664,380 (2017) |
მგზავრები წელიწადში | 242.5 მლნ. [1]. |
ხაზების სქემა | |
დახურვა
ქსელი სტანდარტულ ევროპულ ლიანდაგს იყენებს, რომელსაც 750 ვოლტის ძაბვის დენი მესამე რელსიდან მიეწოდება.