ჰაქსოუს გმირი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაქსოუს გმირი (ინგლ. Hacksaw Ridge) — 2016 წლის ბიოგრაფიული საომარი ფილმი, რომლის რეჟისორია მელ გიბსონი და სცენარის ავტორი: ენდრიუ ნაიტი და რობერტ შენკკანი. ფილმი დაფუძნებულია 2004 წლის დოკუმენტურ ფილმზე „კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე". ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს, მთავარი გმირი კი - დესმონდ დოსია, ამერიკელი პაციფისტი საბრძოლო ექიმი, რომელმაც, როგორც მეშვიდე დღის ადვენტისტმა ქრისტიანმა, უარი თქვა ნებისმიერი სახის იარაღის ან ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ან გამოყენებაზე. დოსი გახდა პირველი კეთილსინდისიერი მებრძოლი, რომელსაც ღირსების მედალი მიენიჭა ოკინავას ბრძოლის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის. მთავარი პრესონაჟის, დოსის როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს. მეორეხარისხოვან როლებშია: სემ უორტინგტონი, ლუკ ბრეისი, ტერეზა პალმერი, ჰუგო უივინგი, რეიჩელ გრიფიტსი და ვინს ვონი.
„ჰაქსოუს გმირი“ | |
---|---|
![]() | |
ინგლ. Hacksaw Ridge | |
ჟანრი | ბიოგრაფიული, საომარი, ისტორიული |
რეჟისორი | მელ გიბსონი |
პროდიუსერი |
ბილ მექანიკი დევიდ პერმუთი ტერი ბენედიქტე პოლ კური ბრიუს დევი ბრაიან ოლივერი უილიამ დ ჯონსონი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | რუპეტ გრეგსონ უილიამსი |
მწარმოებელი კომპანია |
Summit Entertainment Cross Creek Pictures Demarest Media Argent Pictures IM Global AI Film Productions Vendian Entertainment Kylin Pictures Pandemonium Films Permut Presentations Production |
დისტრიბუტორი |
Lionsgate (აშშ) |
გამოსვლის თარიღი |
4 სექტემბერი, 2016 წელი (ვენეცია) |
ხანგრძლივობა | 139 წუთი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 40 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 180.4 მილიონი აშშ დოლარი |
ფილმი გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2016 წლის 4 ნოემბერს და მსოფლიოს მასშტაბით 180.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. კრიტიკოსებმა ფილმი მოიწონეს და განსაკუთრებულად შეაქეს გიბსონის რეჟისურა და გარფილდის შესრულება. ჰაქსოუს გმირი ამერიკის კინო ინსტიტუტმა აირჩია, როგორც წლის საუკეთესო ფილმების ათეულში შემავალი ფილმი.[1] მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია. ფილმმა მიიღო ოსკარის ექვსი ნომინაცია ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი კაცის (გარფილდი) და საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის. მან მოიგო პრიზები საუკეთესო ხმის მიქსისა და საუკეთესო ფილმის მონტაჟის ნომინაციებში. [2] [3] ფილმმა ასევე მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაციები საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, [4] და 12 AACTA ჯილდოს ნომინაცია, რომელთაგან უმრავლესობაში გაიმარჯვა (მათ შორის: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ორიგინალური სცენარი, გარფილდი, როგორც საუკეთესო მსახიობი და უოვინგი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი).