ჰენრიკ ლარსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრიკ ედვარდ ლარსონი (დ. 20 სექტემბერი, 1971) — ყოფილი შვედი ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბ „ლანდსკრუნას“ მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
Henrik Edward Larsson ჰენრიკ ედვარდ ლარსონი | ||
დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1971 (1971-09-20) (52 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ჰელსინბორგი, შვედეთი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1977–1988 | ჰეგაბორგი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988–1992 | ჰეგაბორგი | 64 | (23) |
1992–1993 | ჰელსინგბორგი | 56 | (50) |
1993–1997 | ფეიენორდი | 101 | (26) |
1997–2004 | სელტიკი | 221 | (174) |
2004–2006 | ბარსელონა | 40 | (13) |
2006–2009 | ჰელსინგბორგი | 84 | (38) |
2007 | → მანჩ. იუნ. (იჯარა) | 7 | (1) |
2012 | როო | 1 | (0) |
2013 | ჰეგაბორგი | 1 | (0) |
სულ | 575 | (325) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1993–2009 | შვედეთი | 106 | (37) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2009–2012 | ლანდსკრუნა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ლარსონმა თავისი კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰეგაბორგში“. შემდეგ ის გადავიდა „ჰელსინგბორგში“, სადაც ის იყო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, როდესაც ისინი გამოდიოდნენ შვედეთის ოლსვენსკაში, 1993 წელს. შემდეგ ლარსონი გადავიდა „ფეიენორდში“, ოთხი წლის შემდეგ კი გადავიდა „სელტიკში“, 1997 წელს. მან „სელტიკთან“ ერთად მოიგო ოთხი ტიტული შვიდი წლის განმავლობაში და 315 მატჩში გაიტანა 242 გოლი. 2004 წელს ლარსონი გადავიდა „ბარსელონაში“, სადა მოიგო ორი ტიტული და 2006 წლის ჩემპიონთა ლიგა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, ის დაბრუნდა მშობლლიური ქალაქის გუნდში, „ჰელსინბორგში“ და იჯარით გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წლის მარტიდან იანვრამდე. მან ფეხბურთიდან წასვლის დღედ დანიშნა 2009 წლის 20 ოქტომბერი.[1]
ლარსონმა შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ. იყო შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 106 საერთაშორისო შეხვედრაში გაიტანა 37 გოლი.