ჰენრიკ სენკევიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრიკ სენკევიჩი (პოლ. Henryk Sienkiewicz; სრული სახელი Henryk Adam Aleksander Pius Sienkiewicz; დ. 5 მაისი 1846, ვოლია–ოკშეისკა ნა პოდლიაშიე — გ. 15 ნოემბერი 1916, ვევე, შვეიცარია) — პოლონელი მწერალი, 1905 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი. ცნობილია ისტორიული რომანებით, მათ შორის ყველაზე მეტად მსოფლიო ბესტსელერით „ვიდრე ჰხვალ?“ (1896).
ჰენრიკ სენკევიჩი | |
---|---|
პოლ. Henryk Sienkiewicz | |
დაბადების თარიღი | 5 მაისი, 1846(1846-05-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბადების ადგილი | ვოლა-ოკშეისკა[2] |
გარდაცვალების თარიღი | 15 ნოემბერი, 1916(1916-11-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვევე[2] [13] |
დასაფლავებულია | St. John's Archcathedral |
საქმიანობა | რომანისტი, სცენარისტი, ჟურნალისტი[12] და მწერალი[12] [14] |
ენა | პოლონური ენა |
მოქალაქეობა | პოლონეთი |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომანი, ნოველა, reportage, მოკლე რომანი, მოთხრობა და feuilleton |
Magnum opus | იანკო მუსიკოსი, ცეცხლითა და მახვილით, The Deluge, Fire in the Steppe, ვიდრე ჰხვალ?, ჯვაროსნები (რომანი) და In Desert and Wilderness |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[15] [16] და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
მეუღლე | მარია შეტკევიჩი, მარია რომანოვსკა-ვოლოდკოვიჩი და მარია ბაბსკა |
შვილ(ებ)ი | Jadwiga Korniłowiczowa |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
დაიბადა პოლონეთის სამეფოში, გაღარიბებული არისტოკრატების ოჯახში. 1860-იანი წლების მიწურულს დაიწყო ჟურნალისტური და სამწერლო მოღვაწეობა. 1870-იან წლებში იმოგზაურა აშშ-ში და იქაური ცხოვრება აღწერა სამოგზაურო ჩანაწერებში, რამაც პოლონელ მკითხველებში პოპულარობა მოუტანა. 1880-იან წლებში დაიწყო რომანების სერიის გამოქვეყნება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი ცნობადობა. მალევე იგი XIX-XX საუკუნეების მიჯნის ყველაზე ცნობილი პოლონელი მწერალი გახდა, მისი წიგნების თარგმანებმა კი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც დაგვირგვინდა 1905 წელს მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებით.
სპოლონეთში ყველაზე მეტად ცნობილია ისტორიული რომანების ტრილოგიით: „ცეცხლითა და მახვილითა“ (1883), „წარღვნა“ (1886), „პან ვოლოდიევსკი“, რომლებშიც მოქმედება XVII საუკუნის რეჩ პოსპოლიტაში მიმდინარეობს; საერთაშორისო დონეზე მისი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია რომანი „ვიდრე ჰხვალ?“, რომელშიც მოქმედება ნერონის ეპოქის რომში ვითარდება.