![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/70/Hyracodon.jpg/640px-Hyracodon.jpg&w=640&q=50)
ჰირაკოდონისებრნი
ნამარხი ძუძუმწოვრების ოჯახი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჰირაკოდონისებრნი (ლათ. Hyracodontidae) — ნამარხი ძუძუმწოვრების ოჯახი. ენათესავებოდნენ თანამდროვე მარტორქებს. გავრცელებული იყვნენ ეოცენ-ოლიგოცენის ეპოქაში,[2] დაახლ. 48,6–26,3 მლნ.[3] წლის წინ. აერთიანებს მრავალი გვარის წარმომადგენლებს. მათი ნაშთები აღმოჩენილია ჩინეთში, მონღოლეთში, ყაზახეთში, საქართველოში (ბენარათერიუმი), აგრეთვე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ცალკეულ ადგილებში.[2][3]
სწრაფი ფაქტები ჰირაკოდონისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჰირაკოდონისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ჰირაკოდონი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Hyracodontidae (Cope, 1879)[1] | |||||||||||||
ქვეოჯახები | |||||||||||||
| |||||||||||||
|
დახურვა
ჰქონდათ გრძელი კიდურები, რქები არ გააჩნდათ. თავდაპირველი მცირე ზომის და სწრაფად მოძრავი სახეობები გვიან ეოცენსა და ადრეულ ოლიგოცენში გიგანტურ ფორმებად (მაგ., ინდრიკოთერიუმი) გარდაიქმნენ.